რუსთავის მერმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა მოხუცთა სახლში მცხოვრებ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს

news
: news მარტი 8, 2015 18:25 განახლებულია

რუსთავის მერმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა მოხუცთა სახლში მცხოვრებ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს

მნიშვნელოვანი

  • რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა რუსთავის მუნიციპალურ მოხუცთა სახლ "ქსენონში" მცხოვრებ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს. ქალაქისა და მხარის პირველმა პირებმა მოხუცები პირადად მოინახულეს და სარვამარტო თაიგულებთან ერთად, სიმბოლური საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს.

სხვა სტატიები

რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა რუსთავის მუნიციპალურ მოხუცთა სახლ “ქსენონში” მცხოვრებ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს. ქალაქისა და მხარის პირველმა პირებმა მოხუცები პირადად მოინახულეს და სარვამარტო თაიგულებთან ერთად, სიმბოლური საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს.
“დღეს ტრადიციისამებრ ვესტუმრეთ “ქსენონს” და ჩვენს მოხუცებს მივულოცეთ ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი. ქალაქის ხელმძღვანელობა ყოველთვის ცდილობს სითბო და მზრუნველობა არ მოაკლოს მათ, დღეს კიდევ ერთხელ მოვეფერეთ ჩვენს მოხუცებს და დღესასწაული სიმბოლური საჩუქრებით მივულოცეთ”, – განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.
რუსთავის მერიის ორგანიზებით, დღესვე გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტიც გაიმართა. კონცერტზე მისულ თითოეულ ქალბატონს ქალაქის ხელმძღვანელობამ 8 მარტი ყვავილებით მიულოცა. სარვამარტო კონცერტს რუსთაველ ქალბატონებთან ერთად, ქალაქის მერი და ქვემო ქართლის გუბერნატორიც დაესწრნენ.

news
: news მარტი 8, 2015 18:25 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,853
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics