რუსეთში სიკვდილით დასჯა შეიძლება ისევ დაბრუნდეს

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დატოვებს ევროპის საბჭოს, მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე შეიძლება გაუქმდეს, განაცხადა რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ლებედევმა.

მისი განცხადებით, ჯერჯერობით ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში, რადგან რუსეთს მხოლოდ ერთი წლით აქვს შეჩერებული ევროსაბჭოში მოღვაწეობა. 2016 წლის იანვარში, თუ კვლავ დადგა საკითხი რუსეთის უფლებამოსილების შეჩერების და ეს განხორციელდა, ჩვენ დავტოვებთ ევროპის საბჭოს და ამის შემდეგ გვეხსნება ყოველგვარი ვალდებულება, რაც ევროპის საბჭოს წევრობით გვაქვს აღებული.

რაც უფლებას მისცემს დუმას ან პრეზიდენტს შეეძლება სამართლებლივ დონეზე აღადგინოს სიკვდილის დასჯის კანონი, განაცხადა ლებედევმა. ლებედევის ამ განცხადებას კი, წინ უძღოდა რუსეთის იუსტიციია მინისტრის ალექსანდრ კონოვალოვის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის ევროსაბჭოდან გამოსვლის შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს კომპეტენცია, ამ ქვეყანაში შეჩერებული იქნება.

banner
წინა სტატიაშიებოლამ მუტაცია განიცადა
შემდეგი სტატიასომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა