რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ გაზის ბერკეტსაც იყენებს

news
: news იანვარი 31, 2015 18:04

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ გაზის ბერკეტსაც იყენებს

ბოსნია-ჰერცეგოვინის ლიდერთა მოსაზრებამ, უკრაინას იარაღის მიყიდვა შეუჩერონ, ბოსნიელი იარაღის მწარმოებელი ფირმების და მათი თანამშრომლების მწვავე რეაქცია გამოიწვია. ბოსნია-ჰერცეგოვინაში იარაღის მწარმოებელი წამყვანი კომპანია ,,UNIS,,ის ხელმძღვანელთა აზრით, ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება კომპანიას პარტნიორებთან იმიჯი შეულახოს, ხოლო ქვეყნის ეკონომიკას დიდი ზარალი მიადგეს. იარაღის წარმოებიდან, რომელიც ძირითადად ტყვია-წამლის წარმოებით შემოიფარგლება, ბოსნია-ჰერცოგოვინა სერიოზულ შემოსავლებს ღებულობს… მარტო უკრაინის ბოლო შეკვეთიდან იარაღის მწარმოებლები 5 მილიონ ევროს ელოდნენ, რასაც დიდი ალბათობით ვერ მიიღებენ, რადგან ქვეყნის საგარეო ვაჭრობის სამინიატროს განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის მიყიდვის აკრძალვას რუსეთი ითხოვს. ხოლო ბოსნია-ჰერცეგოვინას რუსეთის ვალი აქვს 50 მილიონი ევროს ოდენობით, რაც ამ ქვეყანას ბუნებრივი აირის გადასახადიდან დაუგროვდა. თუ ბოსნია არ დაემორჩილება რუსეთის შანტაჟს, რუსეთი მისგან ამ ვალის ერთბაშად დაფარვას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაზის გათიშვით იმუქრება, რაც ზამთარში ქვეყანას ცუდ პერსპექტივას უქმნის. ამ მომენტისთვის ბოსნია-ჰერცეგოვინას იარაღის მწარმოებლები, სამი ეროვნების ლიდერისაგან შემდგარი ქვეყნის პრეზიდენტთა საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდებიან და კანონით, სამიდან ერთის ვეტოც საკმარისია აკრძალვის ძალაში შესასვლელად. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტთა საბჭოს ერთერთმა წევრმა, სერბული წარმოშობის მლადენ ივანიჩმა მანამდეც განაცხადა ვეტოს დადების სურვილის შესახებ.

news
: news იანვარი 31, 2015 18:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics