რუსეთი სომხეთს 200 მლნ. დოლარის იარაღს აძლევს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივლისი 3, 2015 00:47

რუსეთი სომხეთს 200 მლნ. დოლარის იარაღს აძლევს

,,რუსეთის ფედერაციამ სომხეთს 200 მილიონი დოლარის კრედიტი გამოუყო, რუსული იარაღის შესაძენად და არმიის მოდერნიზებისათვის,, განუცხადა სომხეთის თავდაცვის მიმისტრმა არა ნაზარიანმა საკუთარი ქვეყნის პარლამენტს.

აღნიშნული სახელმწიფო კრედიტის რატიფიცირება, სომხურმა პარლამენტმა უკვე გასულ კვირას მოასწრო და სომხეთი რუსეთიდან ფულის გამოყოფას ელოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ კავკასიაში თავისი მთავარი მოკავშირისათვის იარაღის შესაძენად გამოყოფილი კრედიტი შეღავათიანია… ამ ფულით 2015-17 წლებში შეძენილი იარაღის  საფასური,  სომხეთმა 13 წელიწადში უნდა დაფაროს ისე, რომ პირველ 3 წელიწადს არაფერი ექნება გადასახდელი…  კრედიტი ისე დაიფარება, რომ სომხები მხოლოდ წლიურ 3% გადაიხდიან.

სომხეთ-რუსეთის პარტნიორულ ურთიერთობებში გამაღეზიანებელ ფაქტორად მომქედებდა ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანმა, როგორც მთავარმა სამხედრო საფრთხემ, რუსეთისაგან ბოლო წლებში 300 მილიონი დოლარის თანამედროვე იარაღი იყიდა, რისი საშუალებაც სომხეთის ბიუჯეტს არ გააჩნდა და  კრედიტის გამოყოფით, რუსეთმა თავისი  კავკასიელი პარტნიორი დააწყნარა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივლისი 3, 2015 00:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics