რუსეთი მისტრალის არ მიღების შემთხვევაში საფრანგეთს უჩივლებს

news
: news იანვარი 15, 2015 12:26 განახლებულია

რუსეთი მისტრალის არ მიღების შემთხვევაში საფრანგეთს უჩივლებს

“ჩვენ ვაპირებთ სასამართლოში ვუჩივლოთ საფრანგეთს და მას ყველა მიყენებული ზარალის სანაცვლოდ 1,2 მილიარდი ევრო მოვთხოვოთ, თუ ისინი იანვრის ბოლომდე არ ჩაგვაბარებენ პირველ მისტრალს და დაარღვევენ კონტრაქტს”,-განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იური ბორისოვმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამიერ დრე გაკეთებული განცხადების მიხედვით, მათ საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროსთან 2011 წელს გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ფრანგულს მხარეს ,,მისტრალის,, ტიპის 2 ვერტმფრენზიდი უნდა დაემზადებინა და გადეცა რუსეთისთვის. პირველი გემის გადაცემის ბოლო ვადად 2014 წლის 1 ნოემბერი ითვლებოდა და ფორსმაჟორის შემთხვევაში 2015 წლის 1 თებერვლამდე შეეძლო ფრანგულ მხარეს ვადის გახანგრძლივება. ხოლო მეორე გემი 2015 წლის დასასრულამდე უნდა ჩაებარებინა ფრანგულ მხარეს რუსებისთვის. ფრანგებმა გემები უკვე დაამზადეს. პირველმა მისტრალმა უკვე რუსულ ეკიპაჟთანაც გაიარა გამოცდა, მეორე გემი ,,სევასტოპოლი,, 2014 წლის ნოემბერს ჩაუშვეს წყალში. თუმცა გემების გადაცემაზე ჯერ-ჯერობით ფრანგული მხარე უარს აცხადებს და მიზეზად უკრაინის კონფლიქტი მოჰყავს. რუსები კი ამას კონტრაქტისა და საერთაშორისო ნორმების დარღვევად მიიჩნევენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი, ,,მისტრალების,, გადმოცემის საქმეს, საფრანგეთის ღირსების საქმე უწოდა.

რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ მათ ,,მისტრალებზე,, ბოლო ოფიციალური წერილობითი მოთხოვნა გააგზავნეს საფრანგეთში და თუ იანვრის ბოლომდე მათ პირველ გემს არ გადასცემენ, საქმეს მათი ადვოკატები საერთაშორისო სასამართლოში გადაიტანენ.

news
: news იანვარი 15, 2015 12:26 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,350
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics