რუსეთის მუფტი პუტინს სკოლებში თავსაბურავიანი გოგონების დაშვებას თხოვს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე თებერვალი 4, 2015 18:23 განახლებულია

რუსეთის მუფტი პუტინს სკოლებში თავსაბურავიანი გოგონების დაშვებას თხოვს

მნიშვნელოვანი

  • როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინი წინააღმდეგია თავსაბურავებისა და ჩადრების ტარების. 2012 წელს დეკემბერში გამართულ დიდ პრესკონფერენციაზე ,,ჩვენთან ტრადიცული ისლამის კულტურაში  არანაირი ჩადრები არ არსებობს,, განაცხადა პუტინმა. ამიტომაც გასასკვირი არაა, რომ რუსეთის სასამართლოს მიერ აკრძალულია სკოლებში თავსაფრიანი გოგონების დაშვება გაკვეთილებზე.

სხვა სტატიები

29386რუსეზთის მუფტების საბჭოს მეთაურმა რავილ გაინუტდინმა ღია წერილი მისწერა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, სადაც სკოლებში თავსაბურავიანი მუსულმანი გოგონების  აკრძალვის  გაუქმება სთხოვა.

წერილში, რომელიც აშკარა მლიქვნელურ ელფერს ატარებს, რუსეთის მავარი მუფტი წერს: ,,მოგმართავთ, როგორც მამა, დადექით ჩვენი ტრადიციული ფასეულობების, ჩვენი ქალიშვილებისსა და შვილიშვილების , ჩვენი ბრწყინვალე ევრაზიული სახელმწიფოს მომავლის დასაცავად.,,

როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინი წინააღმდეგია თავსაბურავებისა და ჩადრების ტარების. 2012 წელს დეკემბერში გამართულ დიდ პრესკონფერენციაზე ,,ჩვენთან ტრადიცული ისლამის კულტურაში  არანაირი ჩადრები არ არსებობს,, განაცხადა პუტინმა. ამიტომაც გასასკვირი არაა, რომ რუსეთის სასამართლოს მიერ აკრძალულია სკოლებში თავსაფრიანი გოგონების დაშვება გაკვეთილებზე.

გამომდინარე იქიდან, რომ პუტინის დასარწმუნებლად უფრო მტკიცე არგუმენტები იქნებოდა საჭირო, მუფტი გაინუტდინი თავის წერილში ეხება ისეთ თემებს, რომელსაც პუტინი აუცილებლად დაეთანხმებოდა ,,ჩვენ სიამაყით ვიხსენებთ ჩვენი რუსეთის ისტორიის ფურცლებს და არასდროს დაგვავიწყდება როგორ შევიდნენ თათარი და ბაშკირელი ცხენოსნები პარიზში ნაპოლეონის დასამარცხებლად, რომელიც იყო როგორც აგრესორი, ასევე ღვთის მგმობელი და ეკლესიების დამანგრეველი,, მუფტი ეხება აგრეთვე უკრაინის საკითხს და  წერს, რომ ევროპაში ფაშიზმის დაბრუნების საფრთხე რეალობად იქცა. ის აკრიტიკებს დასავლეთს ფსევდოდემოკრატიისა და ორმაგი სტანდარტების დამკვიდრების გამო. ,,რუსეთი ხდება მსოფლიო ლიდერი ტრადიციული ფასეულობების დაცვის კუთხით,, ასკვნის გაინუტდინი.

წერილის პროლოგში კი, რუსეთის მთავარი მუფტი თხოვნით მიმართავს პუტინს, რომ დაუშვას სკოლებში გოგონებისთვის უბრალო თავსაფრის ტარების უფლება და განმარტავს, რომ არანაირ ჩადრებზე საუბარი არ მიდის.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე თებერვალი 4, 2015 18:23 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,381
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics