რუსეთის მოქალაქეები უკრაინაში შესვლას მხოლოდ საერთაშორისო პასპორტით შეძლებენ
სხვა სტატიები
უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში საერთაშორისო პასპორტის გარეშე შესვლა აუკრძალა. ადგილობრივი მედიის ინფომრაციით, პრემიერ მინისტრ არსენი იაცენიუკის შესაბამისი ბრძანება ძალაში დღეიდან შევიდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დაახლეობით 1 თვის წინ მიიღო. ამ დრომდე რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ეროვნული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გამოყენებით შეეძლოთ.