რუსეთთან დიალოგის აღდგენა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო–ირაკლი ღარიბაშვილი

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 8, 2015 02:50 განახლებულია

რუსეთთან დიალოგის აღდგენა  ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო–ირაკლი ღარიბაშვილი

რუსეთთან დიალოგის აღდგენა  ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო–ირაკლი ღარიბაშვილისაქართველოს ხელისუფლება მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“საქართველოს ხელისუფლება მზად არის მოლაპარაკებებისთვის, რომელსაც კარგი მომზადება სჭირდება. შეხვედრა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. რუსეთთან დიალოგის აღდგენა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო. მისივე თქმით, საქართველომ კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგა, რასაც რუსეთის მხრიდან ადეკვატური პასუხი არ მოჰყოლია.

საერთაშორისო ფორუმის ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე შეშფოთება გამოხატა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან ე.წ მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. პრემიერმა დარწმუნებით აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს საქართველოს გარეშე მომავალი არ გააჩნიათ.
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროპულ არჩევანზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კურსი შეუქცევადია.

უკრაინამდე იყო საქართველო, მაშინ რომ მეტი ყურადღება ყოფილიყო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, უკრაინის კრიზისი არ იქნებოდა ,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 8, 2015 02:50 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics