რუსები მარიუპოლზე შეტევას ამზადებენ

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 4, 2015 17:46

რუსები მარიუპოლზე შეტევას ამზადებენ

მნიშვნელოვანი

  • რუსები რომ უკრაინაში მარიუპოლზე შეტევას გეგმავენ, ამაზე უკრაინული მედია დიდი ხანია ინფორმაციებს ავრცელებს... მიმდინარეობს განხილვა პუტინის გეგმის, რომლის თანახმადაც რუსები სეპარატისთებთან მარიუპოლის გავლით ყირიმზე სახმელეთო კორიდორის გაჭრას და ,,ნოვოროსიის,, მიწების გაფართოებას აპირებენ, რითაც უკრაინას შავ ზღვაზე გასავლელის უდიდეს ნაწილს ჩაუკეტავენ...

სხვა სტატიები

რუსები რომ უკრაინაში მარიუპოლზე შეტევას გეგმავენ, ამაზე უკრაინული მედია დიდი ხანია ინფორმაციებს ავრცელებს… მიმდინარეობს განხილვა პუტინის გეგმისა, რომლის თანახმადაც რუსები სეპარატისთებთან ერთად, მარიუპოლის გავლით ყირიმზე სახმელეთო კორიდორის გაჭრას და ,,ნოვოროსიის,, მიწების გაფართოებას აპირებენ, რითაც უკრაინას შავ ზღვაზე გასავლელის უდიდეს ნაწილს ჩაუკეტავენ…

ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში, ანალიტიკოსთა აზრით უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის  არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება…  რადგან უკრაინა გეოპოლიტიკურად ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდება და მისი ისედაც დანგრეული ეკონომიკა… აღდგენის პერსპექტივის გარეშე, საბოლოოდ დაინგრევა.

რაც შეეხედა მარიუპოლზე შეტევას, ამაზე რუსები უკვე ღიად აცხადებენ…

მარიუპოლის შტურმსთვის არა მხოლოდ სეპარატისტები და მათი დამხმარე რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები ემზადებიან, არამედ აქტიური მზადება მიმდინარეობს რუს მოხალისეთა რიგებშიც… რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში შექმნილია არალეგაური შტაბები, სადაც ხდება მოხალისეთა ,,ვერბოვკა,, და მათ სპეციალურ ბანაკებში მომზადება. მოხალისეთა მობილიზაციაში აქტიურად არიან ჩართული რუსეთის ნაციონალისტური დაჯგუფებები, რომლებიც კონფლიქტის დაწყებიდანვე აგზავნიდნენ თავიანთ საბრძოლო რაზმებს აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტზე სეპარატისტების მხარდასაჭერად…

ერთერთი ასეთი დაჯგუფება, ედუარდ ლიმონოვის  რუსულ ნაციონალისტურ პარტია ,,სხვა რუსეთთან,, დაკავშირებული მემარცხენე ორიენტაციის მარლთმადიდებლურ-მონარქისტული დაჯგუფება ,,რუსულ-იმპერიული მოძრაობაა,, რომლის წევრებიც ტელევიზიით ღიად აცხადებენ, რომ გაზაფხულზე, სადღაც მარტ-აპრილში მარიუპოლის შტურმი უნდა დაიწყოს და ამისთვის  თავიანთ მებრძოლებს უკვე ამზადებენ სპეციალურ ბანაკებში.

/იხილეთ ვიდეო/

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 4, 2015 17:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics