რუსები კიდევ ერთი ქართველი ქურდის ,,გადეპორტებას,, გეგმავენ

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 24, 2015 23:54 განახლებულია

რუსები კიდევ ერთი ქართველი ქურდის ,,გადეპორტებას,, გეგმავენ

მნიშვნელოვანი

  • დაკავებულები კანონიერი ქურდები არიან: ყირიმში დიდი ხნით ადრე დაფუძნებული 53 წლის სომეხი ეროვნების - კამო საფარიანი (,,კამო გორკოვსკი,,), 40 წლის ჩეჩენი ეროვნების - გილანი ალიევი და 41 წლის ქართველი ეროვნების - კახაბერ ორაგველიძე (,,კახაბერ ტბილისსკი,,)

სხვა სტატიები

რუსული საინფორმაციო წყაროების ცნობით, გასულ უქმეებზე რუსმა სამართალდამცავებმა ყირიმში ფართომასშტაბიანი პოლიციური სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის შედეგად გისოსებს მიღმა სამი კანონიერი ქურდი აღმოჩნდა.

დაკავებულები კანონიერი ქურდები არიან: ყირიმში დიდი ხნით ადრე დაფუძნებული 53 წლის სომეხი ეროვნების  – კამო საფარიანი (,,კამო გორკოვსკი,,), 40 წლის ჩეჩენი ეროვნების  –  გილანი ალიევი და 41 წლის ქართველი ეროვნების – კახაბერ ორაგველიძე (,,კახაბერ ტბილისსკი,,)

დაკავებული სამი კანონიერი ქურდიდან, ორს – საფარიანს და ალიევს, საკმაო დიდხანს მოუწევთ გისოსებს მიღმა ჯდომა, რადგან მათ დაკავების მომენტში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა… ხოლო ორაგველიძე დაკავების მომენტში იარაღის გარეშე იყო და ამიტომაც მას წვრილმანი ხულიგნობა გაუფორმეს 10 დღიანი სასჯელით, რომლის მოხდის შემდეგ, რუსი სამართალდამცავები, ორაგველიძის რუსეთის საზღვრებს მიღმა დეპორტირებას გეგმავენ, აცხადებს რუსული მედია.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 24, 2015 23:54 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics