რომის პაპი: დაფიქრდით, ეს ხომ ომია ქრისტიანებს შორის

news
: news თებერვალი 4, 2015 21:17

რომის პაპი: დაფიქრდით, ეს ხომ ომია ქრისტიანებს შორის

მნიშვნელოვანი

  • რომის პაპი ფრანცისკი დღეს მსოფლიოსადმი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისა და ქრისტიანთა შორის კონფლიქტის შეწყვეტის მოწოდებით სპეციალური მიმართვით გამოვიდა.

სხვა სტატიები

რომის პაპი ფრანცისკი დღეს მსოფლიოსადმი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისა და ქრისტიანთა შორის კონფლიქტის შეწყვეტის მოწოდებით სპეციალური მიმართვით გამოვიდა.

პაპმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ვითარება კვლავაც იძაბება. მან მორწმუნეებს მოუწოდა ილოცონ, რათა ღმერთმა რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს ძმათამკვლელი ძალადობა.

“კვლავაც მივმართავ ყველას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე, გამონახონ ნებისმიერი ძალისხმევა დიალოგის გასაახლებლად, რაც ერთადერთი გზაა ამ ტანჯულ მიწაზე თანხმობისა და მშვიდობის დასამყარებლად. მე ვფიქრობ თქვენზე, უკრაინელო ძმებო და დებო. დაფიქრდით, ეს ხომ ომია ქრისტიანებს შორის! თქვენ ყველა ერთნაირად ხართ მონათლულები”, – განაცხადა რომის პაპმა ვატიკანში საყოველთაო აუდიენციის დროს.
მანვე მორწმუნეებს მოუწოდა, ილოცონ ომში დაღუპულებისა და მათი ოჯახებისთვის.

news
: news თებერვალი 4, 2015 21:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,443
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics