“რომელი უნდა აგვაფეთქონ 26 მაისის ლიდერებიდან, რომ ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და გამოიძიოს 26 მაისი”

news
: news თებერვალი 2, 2015 21:41

“რომელი უნდა აგვაფეთქონ 26 მაისის ლიდერებიდან, რომ ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და გამოიძიოს 26 მაისი”

მნიშვნელოვანი

  • აღნიშნული განცხადებით ნინო ბურჯანაძე, დღეს, მთავარი პროკურატურის მიერ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და სპეცრაზმელების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

სხვა სტატიები

პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიესალმება იმ ფაქტს, რომ სასამართლოს და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ ის ადამიანები, რომელთაც დანაშაული მიუძღვით

აღნიშნული განცხადებით ნინო ბურჯანაძე, დღეს, მთავარი პროკურატურის მიერ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და სპეცრაზმელების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
„ცხადია, რომ მე და ჩემი თანაგუნდელები, რომლებიც წლებია, სამართლიანობის აღდგენას ვითხოვთ, ნამდვილად მივესალმებით იმ ფაქტს, რომ სასამართლოს და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ ის ადამიანები, რომელთაც დანაშაული მიუძღვით და მით უფრო ასეთი მძიმე დანაშაული. ამავდროულად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არა მხოლოდ შემსრულებლები დაისაჯონ, არამედ უპირველეს ყოვლისა, დაისაჯონ სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც დანაშაულებრივი ბრძანება გასცეს. გარდა ამისა, ცუდია, რომ დღეს მოხდა ამ ოპერაციების ჩატარება და არა წელიწადნახევრის წინ. დღეს საზოგადოება უპირველეს ყოვლისა, ელოდება პასუხს სწორედ იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით და ხელისუფლება ნამდვილად ვერ მოახერხებს ამით გადაფაროს მისი საქმის გახსნა. მაინცდამაინც უნდა მომკვდარიყო იური ვაზაგაშვილი, რომ მისი შვილის საქმე გამოძიებულიყო? ასევე იბადება კითხვა – ვინ უნდა ააფეთქონ და ვინ უნდა მოკვდეს კიდევ რომ ხელისუფლებამ ხელი გაანძრიოს და გამოიძიოს სხვა გახმაურებული საქმეები? რომელი უნდა აგვაფეთქონ 26 მაისის ლიდერებიდან, რომ ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და 26 მაისი გამოიძიოს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, დღეს ის ქვეყნისათვის ძალიან ბევრ საფრთხეებს ხედავს, მათ შორის იმ სიმშვიდეშიც, რომლითაც ნაციონალებმა დაპატიმრებები მიიღეს.
როგორც პარტიის ლიდერი აღნიშნავს, ხელისუფლებამ უნდა გააათმაგოს ყურადღება, რომ ქვეყანაში არასტაბილური ვითარება არ შეიქმნას.
„2 წელი ამის გამოძიებას ნამდვილად არ სჭირდებოდა და დღეს ჩვენ მოვისმინეთ ყველაფერი იგივე, რაც ვიცოდით 2 წლის წინაც, უბრალოდ ხელისუფლებას არ ჰყოფნიდა არც გამბედაობა და არც პოლიტიკური ნება იმისათვის, რომ ეს საქმეები ბოლომდე მიეყვანა. დღესაც კი, ხელისუფლებაში და სამართალდამცავ ორგანოებში არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი დანაშაულებრივი სისტემის მუშაობაში. ეს სისტემა არ შეცვლილა და ბუნებრივია, აფერხებს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს“ – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

 

news
: news თებერვალი 2, 2015 21:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,934
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics