რიჩარდ ნორლანდი: FBI-მ დასკვნა გააკეთა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს მთავრობის მხრიდან

news
: news თებერვალი 11, 2015 15:55

რიჩარდ ნორლანდი: FBI-მ დასკვნა გააკეთა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს მთავრობის მხრიდან

ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, საქართველოს ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო ექსპერტიზის კუთხით დახმარება გაუწიოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა.
“ჩვენი პოზიცია ნათელია უკვე მრავალი წლის განმავლობაში. ამერიკული მხარე მზად არის, თხოვნის და სურვილის შემთხვევაში, დახმარება გაუწიოს ქართულ მხარეს, იქნება ეს ძალოვანი სტრუქტურის თუ სასამართლო ექსპერტიზის ცოდნის თვალსაზრისით. ბატონი ჟვანიასა და მასთან ერთად ნაპოვნი ადამიანის შემთხვევაშიც ასე მოხდა ადრე და ასე იქნება მომავალშიც. ჩვენ მზად ვართ, საქართველოს დახმარება გავუწიოთ სასამართლო ექსპერტიზის კუთხით”,- განაცხადა ნორლანდმა.
რაც შეეხება FBI-ს დასკვნას, ელჩის თქმით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დასკვნა გააკეთა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს მთავრობის მხრიდან.
რიჩარდ ნორლანდის თქმით, თუ საქართველოს მთავრობას აქვს ახალი ინფორმაცია და მიაწვდის მას FBI-ს, ფედერალური ბიურო მზადაა, რომ ეს მასალაც გამოიძიოს.
ტელეკომპანია “რუსთავის 2”-მა გუშინ გაავრცელა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნის ნაწილი, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმეზე მომზადდა. ტელეკომპანიის ცნობით, დასკვნები 2005, 2006 და 2007 წლებით თარიღდება და მათში დეტალურად არის აღწერილი შემთხვევის ადგილი, ყველა ნივთი და ყველა ნივთიერება, რომელიც გამომძიებლებმა ბინაში აღმოაჩინეს. დოკუმენტში ასევე მითითიებულია, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის დნმ-ის კვალი რამდენიმე განსხვავებული ტიპის ნივთზეა აღმოჩენილი. მათ შორის, არის არა მარტო ჭიქა და სიგარეტის ნამწვავი. დნმ-ის კვალი ასევე აღმოჩენილია ხალათებსა და ზეწარზეც.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, FBI-ის დასკვნაში ასევე სწერია, რომ გაზის გამათბობელი დამონტაჟებული იყო არასწორად, ხოლო ბინა ჰერმეტულად იყო დახშული.
“რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ დასკვნას ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტს ზურაბ ჟვანიას ოჯახის სრულწლოვანი წევრები არაერთხელ გაეცნენ. დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამაც გააკეთა. მისი განცხადებით, წინა ხელისუფლებამ უბინძურესი ვერსია შეთითხნა. გოგლა ჟვანიას თქმით, იქ დადგმული იყო სცენა, რომ ამ ადამიანებს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ურთიერთობა ჰქონდათ.

news
: news თებერვალი 11, 2015 15:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,079
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics