რიჩარდ ნორლანდი – საქართველო მაქსიმუმს აკეთებს იმ პერიოდისთვის, როდესაც მოვა გადაწყვეტილების მიღების დრო

news
: news მარტი 4, 2015 12:15 განახლებულია

რიჩარდ ნორლანდი – საქართველო მაქსიმუმს აკეთებს იმ პერიოდისთვის, როდესაც მოვა გადაწყვეტილების მიღების დრო

მნიშვნელოვანი

  • საქართველო მაქსიმუმს აკეთებს, ემზადება რა იმ პერიოდისთვის, როდესაც მოვა გადაწყვეტილების მიღების დრო, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

სხვა სტატიები

საქართველო მაქსიმუმს აკეთებს, ემზადება რა იმ პერიოდისთვის, როდესაც მოვა გადაწყვეტილების მიღების დრო, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
ელჩს დღეს კითხვა დაუსვეს საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ნატო-ში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს ამ ეტაპზე უარი უნდა ეთქვათ.
ამასან, რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, რომ კონკრეტულად არ გააკეთებს კომენტარს ნატო-ს წევრის ქვეყნის ლიდერის განცხადებაზე. “მაგრამ შემიძლია, აღვნიშნო, რომ საქართველო აკეთებს მაქსიმუმს, შეუძლია გააკეთოს მაქსიმუმი, რათა გაიუმჯობესოს კვალიფიკაცია და შეასრულოს მოთხოვნები, რომელიც მის წინაშე დგას. საქართველოს ამჟამად ძალიან კარგად გააზრებული სტრატეგია აქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამავდროულად საქართველო იძლიერებს თავს ეკონომიკურად, ხდის ეკონომიკას მეტად დაკავშირებულს მეზობლებთან, აძლიერებს თავდაცვით, თავისი სამხედროების შესაძლებობებს, მათ შორის ავღანეთში მონაწილეობით. საქართველო ჩართულია დიპლომატიურ დიალოგში და თავის მაქსიმუმს აკეთებს, ემზადება რა იმ პერიოდისთვის, როდესაც მოვა დრო გადაწყვეტილების მისაღებად”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

news
: news მარტი 4, 2015 12:15 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,665
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics