რიგით მოქალაქეებს საკრებულოს სხდომებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ

news
: news ივლისი 3, 2015 12:04

რიგით მოქალაქეებს საკრებულოს სხდომებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ

მნიშვნელოვანი

  • ნებისმიერ პირს უფლება ექნება, წინასწარი შეტყობინების, ან ნებართვის გარეშე საკრებულოს და საკრებულოს კომისიის ღია სხდომებს დაესწროს.

სხვა სტატიები

ნებისმიერ პირს უფლება ექნება, წინასწარი შეტყობინების, ან ნებართვის გარეშე საკრებულოს და საკრებულოს კომისიის ღია სხდომებს დაესწროს.
საკრებულოს სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფას “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.
პროექტით, იმ შემთხვევაში, თუ სხდომაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა გამოყოფილ ადგილების რაოდენობაზე მეტია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი ვალდებული იქნება უზრუნველყოს მათ ხელთ არსებული იმ ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რომელიც სხდომაზე დასწრების მსურველებს საშუალებას მისცემს, სხდომის მსვლელობას მოუსმინონ.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს კომისიის სხდომაზე დამსწრე პირს წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, უფლება ექნება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით დასვას შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან, გააკეთოს განმარტება, განცხადება და წარადგინოს ინფორმაცია.
ასევე, კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომებში – გამოვიდეს მომხსენებლად ან თანამომხსენებლად, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვის დებატებში.
ამავე პროექტით სიახლეა ისიც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიზნით, დაგეგმილია მუნიციპალიტეტებში დასახლების საერთო კრებების და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების შექმნა.

news
: news ივლისი 3, 2015 12:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics