რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 4902 ადამიანს აქვს აღებული

news
: news თებერვალი 11, 2015 17:58

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 4902 ადამიანს აქვს აღებული

2015 წლის იანვრის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 4902 ადამიანს, ხოლო ბიზნესსესხი 2111 იურიდიულ პირს აქვს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” ავრცელებს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ორგანიზაცია “ეროვნული ბანკის” გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით სწორ ნაბიჯად აფასებს, “ვინაიდან ბოლო თვეებია სახეზეა ეროვნული ვალუტის მკვეთრი დევალვაცია და ქვეყანაში მიმდინარე ნეგატიური ეკონომიკური პროცესები, შედეგად დადგა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის საკითხი”.

თუმცა, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ მხოლოდ ეს გადაწყვეტილება საკმარისი არ იქნება და ხელისუფლებამ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

“მართალია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა ეროვნული ვალუტის დასტაბილურებას გამოიწვევს, თუმცა ამას მხოლოდ დროებითი ეფექტი ექნება. თუ არ მოხდა ფუნდამენტური ფაქტორების გამოსწორება, როგორიცაა ინვესტიციების ზრდა, საგარეო სავაჭრო სალდოს გაუმჯობესება და ა.შ. ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება ქვეყნის ეკონომიკისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დარჩება,” – ნათქვამია “საზოგადოება და ბანკების” განცხადებაში.

“ეროვნული ბანკის” მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. რეფინანსირების განაკვეთი 0,5%-ით გაიზარდა და საერთო ჯამში განაკვეთმა 4,5% შეადგინა.

news
: news თებერვალი 11, 2015 17:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,079
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics