რა შინაარსის წერილი გაუგზავნა დავით კილასონიამ ლაშა სამხარაძეს–ინგა ქარდავა სკანდალურ წერილს ასაჯაროვებს

“თაიმერი” უცვლელად გთავზობთ ინგა ქარდავას მიერ, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გავრცელებულ წერილს

სენაკის ქართული ოცნების პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ბატონმა დავით კილასონიამ თბილისის ცენტრალურ ოფისში 2013 წელს ლაშა სამხარაძეს შემდეგი სახის წერილი გაუგზავნა:

ლაშა!

მე შენ სიტყვა მოგეცი და იმიტომ გწერ ამ წერილს.მე თბილისში დაბადებული და გაზრდილი მეგრელი ვარ სომხებთან და ებრაელებთან უბანში ერთად და ამასთან ერტად 45 ქვეყანა მაქვს მოვლილი.ბევრი რამე მაქვს ნანახი,მაგრამ რაც ვნახე სიზმარშიც კი არ მინახია.შენ ვერ წარმოიდგენ რა ხალხი ყოფილა აქ.მარტო ერთი აზრი უტრიალებს ყველას როგორმე ჩაძირონ ერთმანეთი,დაიჭირონ ვინმე,ფეხი დაუდონ,უახლოესი მეგობრები ერთმანეთის ჩაშვებაზე არიან გადასული და ა.შ. ამდენი სიბინძურე 63 წლის განმავლობაში ერთად აღრებული არ მინახია.დალოცოს თბილისი სენაკთან შედარებით.
ეხლა მინდა გითხრა რომ ცუდი გამგებელი დანიშნეს(გოჩა დგებუაძე)სენაკში ჯერ ერთი მშიშარაა,მერეც არავის არ ანთავისუფლებს სამსახურიდან,ნამდვილად ვიცი რომ ჩვენი დეპუტატის(გურამ მისაბიშვილის პოლიტიკური ხრიკების და რამე არსებობს სიბინძურე სენაკში ამის დიდოსტატია.კითხეთ სენაკელებს)ჩანერგილია ოცნებაში.მაგის გარეშე არავინ არ ინიშნება,თუ ვინმეს უპირებენ შეცვლას იიც ყოფილი ნაციონალია.
კოალიცია ვითომ ერთად ვართ,მაგრამ ამათაც იგივე უნდათ რაც ზემოთ მოგწერე.ამიტომ მე ამ ხალხთან ვერ გავძლებ.ისეთი მცნებები როგორიც არის ქვეყანა,ქალაქი,სოფელი,ხალხი აქ ჯობია არ თქვა,გულში მაინც დაგცინებენ.

davit kilasonia
მე კარგად მესმის რომ ეხლა ამის დრო არ არის მაგრამ უნდა გამიგო(ჩემი მეგობრები ამას გაიგებენ)მე დავანებე აქ მუშაობას თავი.ვინც მე მიცნობს იმათკითხე რომ აზრი არ აქვს ჩემთან დარეკვას.თუ რამე გადავწყვიტე(ცუდი თვისება მაქვს,ძალიან ჯინიანი ვარ)ვერავინ შემაცვლევინებს.
მიზეზი მაქვს ორჯერ გავიკეთე გულის ოპერაცია და ეხლაც შემიტია გულმა.
არ იფიქრო რომ ბატონ ბიძინას მივატოვებ სანამ ცოცხალი ვიქნები ეს არ მოხდება.მე მგონი კაცურად ვიცხოვრე და სიკვდილითაც აღარ მეშინია.
მე ავაშენებ სპორტულ ბაზას ნოქალაქევში რომელიც ამ წელს იწყება,მომავალ წელს სტადიონს სენაკში,მივხედავ რაგბის სამეგრელოში(რეგიონის თავმჯდომარე ვარ)და ლელოს აქართველოში(ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ვარ).
მე შენ,ბრონტიკას და ტრიპოლსკის მოგეციტ სიტყვა და სამივეს გიხდით ბოდიშს.არ ვიცი რატომ მაგრამ საგანელიზე ძალიან მომეწონა თუმცა საბოდიშო მასთან არა მაქვს ის ისეც გამიგებს.
ყოველთვის გამიხარდება შენი ნახვა დატო კილასონია.

მე და ჩემმა მეგობრებმა მაშინ ბატონ დავითს დიდი თხოვნის შემდგომ თავისი გტადაწყვეტილება შევაცვლევინეთ.კარგად მახსოვს დღევანდელ კორუმპირებულ გამგებელს რომ დავურეკე და ვუთხარი თუ დათო კილასონიას რაიმე მოუვიდოდა ყველა პასუხისმგებლობა მას დაეკისრებოდა.

banner
წინა სტატიაშიოპერისა და ბალეტის თეატრის მოწვეული დირიჟორი პოსტს ტოვებს
შემდეგი სტატიაირაკლი ფირცხალავა მის მიმართ წაყენებულ ბრალს „ზღაპარს“ უწოდებს