რა მოხდა ,,აეროფლოტის,, ბორტზე?

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 21, 2015 00:41

რა მოხდა ,,აეროფლოტის,,  ბორტზე?

ამ დღეებში, პარიზიდან მოსკოვის მიმართულებით გაფრენილმა ,,აეროფლოტის,, თვითმფრინავმა, მოსკოვის აეროპორტს გაუგზავნა სიგნალი იმის შესახებ, რომ ბორტზე ერთი მგზავრი ავად იყო და მას ებოლას ვირუსის სიმპტომები ჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ ებოლას ვირუსით მსოფლიოში უკვე 8500-მდე ადამიანია დაღუპული, შერემეტიევოს აეროპორტში, მიღებულ ინფორმაციას სრული ,,სერიოზულობით,, მოეკიდნენ! თვითმფრინავის აეროპორტში დაფრენისთანავე, მგზავრებს განუცხადეს რომ სანიტარული კონტროლის გამო, მათ ცოტა ხნით მოუწევდათ ლოდინი. ეს ცოტა ხანი ერთი საათი აღმოჩნდა და ამ დროის გასვლიშ შემდეგ ტრაპზე, ჰოლივუდური ფილმების პერსონაჟებივით, შემზარავ სკაფანდრებში ჩაცმული 4 მედიკოსი გამოჩნდა, რომელთა ნახვამ მგზავრები პანიკაში ჩააგდო. მედიკოსები მივიდნენ გოგონასთან, რომელიც ავად იყო და სვარაუდოდ ებოლათი. მედიკოსებმა მათ ხელთ არსებული საშუალებებით და გარეგანი დათვალიერებით, ვერაფერი დაადგინეს და ამჯერად უკვე ქალაქიდან სხვა ჯგუფი გამოიძახეს, რომელთა მოსვლასაც კიდევ საათი მოუნდა. პარალელურად ეკიპაჟმა, მედიკოსების დავალებით, შიშისაგან და უჰაერობისაგან პანიკაში ჩავარდნილ მგზავრებს ადგილების დატოვება აუკრძალეს. მგზავრები იხვეწებოდნენ, რომ ვირუსისგან თავის დასაცავად მათთვის უბრალო, სანიტარული ნიღაბი მაინც დაერიგებინათ, რომელიც არც ეკიპაჟს აღმოაჩნდა და არც მედიკოსებს. ამ დროის მანძილზე, თვითმფრინავში წყალიც გამოილია და მგზავრებს მშრალად უხდებოდათ დამამშვიდებელი აბების გადაყლაპვა. ვერც მეორედ მოსულმა მედიკოსთა ჯგუფმა დაუსვა დიაგნოზი გოგონას და მათ 2 საათიანი გამოკვლევების შემდეგ პაციენტს ებოლას ვირუსი არ დაუდგინდა, ტუმცა ის საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეს. 4 საათის განმავლობაში თვითმფრინავის დატყვევებული და გატანჯული მგზავრები, უყურებდნენ რუსული სანიტარული სამსახურების სრულ უსუსურობას, გაუმკლავდნენ ეპიდემიებს. თვითმფრინავის დატოვების შემდეგ მგზავრებმა ერთი საათი კიდევ ბარგის მიღებაზეც დაკარგეს. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მათ მაინც გაუმართლათ, რადგან გოგონა ებოლათი ავად არ იყო და ,,როსპოტრებნადზორის,, რეგლამენტის მიხედვით 6 საათი არ აყურყუტეს თვითმფრინავში… გოგონასთვის დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ებოლას ვირუსი აეროზოლური გზითაც გადადის, გაუნიავებელ თვითმფრინავში 4 საათის მანძილზე მყოფი 200-მდე მგზავრი, აუცილებლად დაინფეცირდებოდა. ასე, რომ რუსული ,,როსპოტრებნადზორს,, რომელიც ყველაზე მეტს ყვირის ინფექციებისა და ეპიდემიების პრევენციულ ღონისძიებებზე, აღმოჩნდა, რომ არანაირი გეგმა არა აქვს მსგავს სიტუაციებში საჭირო ღონისძიებებისათვის… წერს ,,კომსომოლსკაია პრავდა,,

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 21, 2015 00:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,746
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics