რა ვითარებაში წაიყვანეს ფირცხალავა დაკითხვაზე?

news
: news თებერვალი 2, 2015 11:48

რა ვითარებაში წაიყვანეს ფირცხალავა დაკითხვაზე?

ირაკლი ფირცხალავას ადვოკატის დავით ხაჟალიას ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე პროკურატურაში მისი სიდედრის სახლიდან გადაიყვანეს. ადვოკატის განცხადებით, ის ირაკლი ფირცხალავას დილით 8 საათზე მაშინ ესაუბრა, როდესაც იფრცხალავა სამსახურში “სამართალდამცველთა ლიგაში” მიდიოდა.

ადვოკატის ინფორმაციით, ამის შემდეგ 9 საათისათვის მას ირაკლი ფირცხალავა კვლავ დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი სიდედრის სახლში გამომძიებლები მივიდნენ.

ხაჟალიას თქმით, ფირცხალავას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასთან სახლში გამომძიებლები მივიდნენ, ოჯახის წევრებმა აცნობეს. ხაჯალია ყვება, რომ ამის შემდეგ ირაკლი ფირცხალავა სახლში დაბრუნდა და გამომძიებლებს გაჰყვა.

ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ ადვოკატს მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კონტაქტი არ ჰქონია. დავით ხაჟალია რამდენიმე წუთში პროკურატურაში მივა და ირაკლი ფირცხალავასთან შეხვედრას შეეცდება.

news
: news თებერვალი 2, 2015 11:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,772
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics