რაულ ხაჯინბა: ჩვენ არ ვაპირებთ ავკრძალოთ მშობლიურ ენაზე სწავლება, თუმცა…

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 12, 2015 20:20 განახლებულია

რაულ ხაჯინბა: ჩვენ არ ვაპირებთ ავკრძალოთ მშობლიურ ენაზე სწავლება, თუმცა…

მნიშვნელოვანი

  • ,,ჩვენ არ ვაპირებთ ავკრძალოთ მშობლიურ ენაზე სწავლება. თუმცა ვთვლი. რომ დაუშვებელია ბავშვებს ვასწავლოთ სკოლაში იმ წიგნებით, რომელიც უარყოფს აფხაზეთის სახელმწიფოს არსებობას. ჩვენ ვაშენებთ რუსეთთან პარტნიორულ ურთიერთობებს და გვინდა კეთილი ურთიერთობები საქართველოსთან, თუ ქართული მხარე მიხვდება, რომ საჭიროა აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარება,,  განაცხადა რაულ ხაჯინბამ.  მისი სიტყვებით, განათლების, ნეცნიერების, სპორტისა და ასახლგაზრულ საქმეთა სამინისტროს წინაშე უკვე დაყენებულია საკითხი გალის რაიონში, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი საგანმათლებლო პროგრამის დანერგვის შესახებ

სხვა სტატიები

ერთერთი მთავარი საკითხი, რომელიც აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ დღეს გალის საზოგადოებასთან შეხვედრისას განიხილა, გახლდათ ხარისხიანი განათლების საკითხი.

,,ჩვენ არ ვაპირებთ ავკრძალოთ მშობლიურ ენაზე სწავლება. თუმცა ვთვლი. რომ დაუშვებელია ბავშვებს ვასწავლოთ სკოლაში იმ წიგნებით, რომელიც უარყოფს აფხაზეთის სახელმწიფოს არსებობას. ჩვენ ვაშენებთ რუსეთთან პარტნიორულ ურთიერთობებს და გვინდა კეთილი ურთიერთობები საქართველოსთან, თუ ქართული მხარე მიხვდება, რომ საჭიროა აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარება,,  განაცხადა რაულ ხაჯინბამ.  მისი სიტყვებით, განათლების, ნეცნიერების, სპორტისა და ასახლგაზრულ საქმეთა სამინისტროს წინაშე უკვე დაყენებულია საკითხი გალის რაიონში, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი საგანმათლებლო პროგრამის დანერგვის შესახებ.

თავის მხრივ ამ თემაზე აზრი გამოთქვა გალის ადმინისტრაციის მეთაურმა თემურ ნადარაიამ, რომელმაც განაცხადა: ,,გალის რაიონის 20 სკოლიდან 11-ში სწავლება ქართული პროგრამით მიმდინარეობს… განსაკუთრებით დაბალი ზონის სოფლების სკოლებში. მე მადლობელი ვარ იმ ხალხის ვინც არ გაიქცა და დარჩა აფხაზეთში საცხოვრებლად… მაგრამ ამ სახით სწავლება, თავად ამ მოქალაქეებზე იმოქმედებს ცუდად. წარმოიდგინეთ, როგორ შეეძლებს ის ხალხი ადაფტაცია გაიაროს სახელმწიფოში, რომელსაც არ ეცოდინება სახელმწიფო ენაზე ლაპარაკი და წერა-კითხვა?,,

ნადარაიამ ასევე ინფორმაცია მიაწოდა დამსწრეებს იმის შესახებ, რომ ამ მომენტისთვის  გალის რაიონის სკოლებში, 4000-მდე სახელმძღვანელოა შეტანილია, აფხაზური პროგრამით სწავლების განსახორციელებლად.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 12, 2015 20:20 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,921
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics