რატომ გაიცა 400 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროზე უფასოდ ლიცენზია–გიორგი ბარამიძე

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 4, 2015 16:39

რატომ გაიცა 400 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროზე უფასოდ ლიცენზია–გიორგი ბარამიძე

გიორგი ბარამიძე საქართველოს პრეზიდენტს პასუხობსარიან სკეპტიკური ქვეყნები, რომლებსაც შენ თვითონ არ უნდა მიაწოდო საკვები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი ბარამიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ნატო-ში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს ამ ეტაპზე უარი უნდა ეთქვათ.

სიტყვით გამოსვლისას დეპუტატი თავდაპირველად დაინტერესდა იმით, თუ რატომ გაიცა 400 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროზე უფასოდ ლიცენზია “მაშინ, როცა “ანალოგიურ საკითხებზე წინა ხელისუფლების დროს 100 მილიონზე მეტი შევიდა ქვეყნის ბიუჯეტში”.

“სად წავიდა ეს თანხა და ამას კიდევ აკეთებს ეს ხელისუფლება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ფეთქდება. ბიძინა ივანიშვილზე დიდი ხანია საუბარია, თუ რა ფენომენია ეს. მოდით გავაანალიზოთ – ოკუპანტი სახელმწიფო რომ შემოჭრილიყო საქართველოში, დაეპყრო მთელი ქვეყანა და დაენიშნა საქართველოში მმართველი, სახელსა და გვარს არ აქვს მნიშვნელობა, მაგალითად, ივან ივანოვი. რას გააკეთებდა ის იმისთვის, რომ საქართველო რუსეთს დაქვემდებარებული ყოფილიყო. გააკეთებდა პრაქტიკულად, ყველაფერ იმას, რასაც სამწუხაროდ, ბოლო 2 წლის განმავლობაში ვადევნებთ თვალყურს. კონკრეტულად, კი ქართული ჯარის დაკნინება-დეგრადაცია. ჩაიხედეთ ქვეყნის ბიუჯეტში და ნახავთ, რომ ყველანაირი ინფრასტრუქტურული პროექტები – ახალი შეიარაღების შესყიდვა, უკანა პლანზე არის გადაწეული. ინფილტრაცია რუსეთთან დაკავშირებული ოფიცრებისა ამ სტრუქტურაში და როგორც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა განაცხადა, უარის თქმა ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებაზე მაშინ, როცა ნატო-ს სამიტის შესაბამისი გადაწყვეტილება გვეუბნება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს ინფრასტრუქტურა უნდა განთავსდეს სწორედაც ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის სახით. ეს არის საქართველოსთვის უნიკალური შანსი, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატო-ს სტანდარტებს თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით”, – განაცხადა ბარამიძემ.

დეპუტატი საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებას გამოეხმაურა და აღიშნა, რომ არიან სკეპტიკური ქვეყნები, რომლებსაც “შენ თითონ არ უნდა მიაწოდო საკვები”.
“ამ ვითარებაში, როცა შენ თითონ გამოხვალ და იტყვი, რომ მე არ ვაპირებ გაწევრიანებას, ბუნებრივია, ის სკეპტიკური სახელმწიფო გამოვა და იტყვის, რომ არ მინდა, რომ მიგიღოო. აქამდე იმ სკეპტიკური სახელმწიფოს ხელმძღვანელს არ უთქვამს, რომ არ გიღებთო, პირიქით, ბუქარესტში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ისე წაიყვანა ბოლო წლების განმავლობაში საქმე საქართველოს მთავრობამ, რომ სწორედ ამას ლაპარაკობენ. ეს არის სერიოზული პრობლემა”, – განაცხადა ბარამიძემ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი პრაქტიკულად ნაბიჯ-ნაბიჯ მისდევს იმ გეგმას, რასაც პუტინის გეგმა ჰქვია.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 4, 2015 16:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics