“რას უნდა ვაპირებდე, მემუარების წერას არ ვაპირებ,” – ემზარ კვიციანი

news
: news იანვარი 28, 2015 20:50

“რას უნდა ვაპირებდე, მემუარების წერას არ ვაპირებ,” – ემზარ კვიციანი

მნიშვნელოვანი

  • ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ემზარ კვიციანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ემზარ კვიციანის ახლობლები ოვაციით შეხვდნენ.

სხვა სტატიები

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ემზარ კვიციანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ემზარ კვიციანის ახლობლები ოვაციით შეხვდნენ.

გათავისუფლების მიუხედავად, პროკურატურამ კვიციანს ბრალი არ მოუხსნა. პროკურატურამ ორივე მუხლზე – ამბოხების მოწყობასა და უკანონო ბანდფორმირებების ჩამოყალიბებაზე 11-თვიანი სასჯელი მოითხოვა, რაც კვიციანს უკვე მოხდილი აქვს.

თავად ემზარ კვიციანი ამბობს, რომ მას საკუთარი სიმართლის დამტკიცებისა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის იმედი არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ წავიდა საპროცესო გარიგებაზე. თუმცა ამბობს, რომ მას დანაშაული არ უღიარებია.

“რას უნდა ვაპირებდე, მემუარების წერას არ ვაპირებ ჯერჯერობით,” – აცხადებს ემზარ კვიციანი მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ის ყოფილი ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ ბრძოლას სასამართლოს გზით გააგრძელებს.

news
: news იანვარი 28, 2015 20:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics