რამდენ ხანს გასტანს ის, რომ ყველაფერს “ნაციონალურ მოძრაობას” აბრალებდეთ? –გიორგი ვაშაძე

ბერდია კალანდია
: ბერდია კალანდია თებერვალი 4, 2015 22:44

რამდენ ხანს გასტანს ის, რომ ყველაფერს “ნაციონალურ მოძრაობას” აბრალებდეთ? –გიორგი ვაშაძე

რამდენ ხანს გასტანს ის, რომ ყველაფერს "ნაციონალურ მოძრაობას" აბრალებდეთ? –რამდენ ხანს გასტანს ის, რომ ყველაფერს “ნაციონალურ მოძრაობას” აბრალებდეთ? – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნების” წარმომადგენლის, გუგული მაღრაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ნეგატიურ იმიჯს უქმნის, რაც ინვესტორებს აფრთხობს.

ვაშაძემ მაღრაძეს შეახსენა, რომ ქვეყანაში არასახარბიელო საინვესტიციო გარემოზე საუბარი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო, როცა მსოფლიო ბიზნესელიტას უყვებოდა, როგორი კატასტროფული ბიზნესგარემო არის საქართველოში.

“ქალბატონო გუგული და ბატონებო, ერთხელ მაინც შეგიძლიათ დაფიქრდეთ და თქვათ, იქნებ სხვა რამეშია პრობლემა? თქვენ შეგიძლიათ სამი საინვესტიციო პროექტი მაინც დაგვისახელოთ, რომელიც თქვენი მმართველობის პერიოდში საქართველოში შემოვიდა? ფაქტობრივად ყველაფერი, თუ სადმე რამე მუშაობა მიდის, დაწყებულია 2012 წლამდე. როცა ეკონომიკაში შექმნილ პრობლემაზე საუბრობთ, იქნებ დაფიქრდეთ, იმ სავიზო რეგულაციებმა, რომელიც თქვენ შემოიღეთ, რატომ მოიტანა ასეთი კატასტფროული შედეგი? ვინ უნდა აგოს პასუხი იმ ასობით მილიონზე, რომელიც ქვეყანამ დაკარგა? კატასტროფულად შემცირდა საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობა. ნებისმიერ უცხოელს, რომელსაც ფულის ჩადება უნდოდა ქვეყანაში, იმდენად არასახარბიელო პირობები შეუქმენით, რომ მათ უარი თქვეს არათუ ახალი ინვესტიციების ჩადებაზე, არამედ საქართველოში საქმიანობის გაგრძელებაზე. თქვენ უარი თქვით გადასახადების კლებაზე”, – განაცხადა ვაშაძემ.
დეპუტატმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, ერთხელ მაინც დაფიქრდნენ, რატომ არავის არ სურს საქართველოში ინვესტიციის ჩადება.
“რამდენ ხანს გასტანს ის, რომ ყველაფერს “ნაციონალურ მოძრაობას” აბრალებდეთ. კი ბატონო, დააბრალეთ, მაგრამ ამ დაბრალებას ხომ შედეგი არ აქვს”, – დასძინა ვაშაძემ.

ბერდია კალანდია
: ბერდია კალანდია თებერვალი 4, 2015 22:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,934
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics