პუტინი უკრაინაში მსჯავრდებულებს აგზავნის

რუსული ოპოზიციის ერთერთი ლიდერი ბორის ნემცოვი, თავისი ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ პუტინი უკრაინაში მსჯავრდებულებისაგან შემდგარ საჯარიმო ბატალიონებს აგზავნის, რომელთაც ,,მოხალისეთა ბატალიონები,, ერქმევათ. დამნაშავეთაგან შემდგარ საჯარიმო ბატალიონებს, პუტინი უკრაინის ომში ,,ენკავედე,,ს მეთოდით იყენებს.
,,ეს ძველ-ახალი მეთოდია, დამნაშავეთა და დაპატიმრებულთა მიერ საჯარიმო ბატალიონებით ომის წარმოების. ახლა როსტოვის პოლიციაა ამით დაკავებული… სტალინის დროს კი ამას ,,ენკავედე,, აკეთებდა. არაფერია განსაკუთრებულად ახალი.,, აღნიშნავს ნემცოვი.
,, რუსეთში თითქმის მილიონამდე პატიმარია და წარმოიდგინეთ ეს რამხელა რესურსია უკრაინაში ხალხის გასაგზავნად. რუსული პროპაგანდა ამ ხალხს მოხალისეებს დაუძახებს და ეს ასეც იქნება… რადგან ბევრი პატიმარი ციხეში ყოფნასა და ომში წასვლას შორის, ომში წასვლას აირჩევს,, წერს ნემცოვი.

banner
წინა სტატიაშიკახეთის გზატკეცილზე არსებულ ხიდებზე ამაღამ ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება
შემდეგი სტატიარუსეთი უკრაინის წინააღმდეგ გაზის ბერკეტსაც იყენებს