პუტინი სამძიმარს უცხადებს ნემცოვის დედას

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე თებერვალი 28, 2015 18:28

პუტინი სამძიმარს უცხადებს ნემცოვის დედას

მნიშვნელოვანი

  • რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობაში დამნაშავეები და მისი ორგანიზატორები სათანადოდ დაისაჯონ. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ლიდერმა ნემცოვის დედას სამძიმრის წერილი გაუგზა

სხვა სტატიები

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობაში დამნაშავეები და მისი ორგანიზატორები სათანადოდ დაისაჯონ. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ლიდერმა ნემცოვის დედას სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

“მიიღეთ ჩემი ღრმა თანაგრძნობა აუნაზღაურებელი დანაკარგის გამო. გულწრფელად ვიზიარებ თქვენ მწუხარებას. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ამ მზაკვრული და ცინიკური მკვლელობის ორგანიზატორები და დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯონ”, – წერს პუტინი სამძიმრის წერილში.

როგორც პუტინი თავის წერილში აღნიშნავს, ბორის ნემცოვმა თავისი კვალი დატოვა რუსეთის ისტორიაში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. “მას წილად ხვდა ემუშავა მნიშვნელოვან პოსტებზე ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე პერიოდებში. ის ყოველთვის პირდაპირ ამბობდა თავის პოზიციას და იცავდა თავის აზრს”, – აღნიშნულია პუტინის წერილში.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე თებერვალი 28, 2015 18:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,983
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics