პროკურატურა ფართომასშტაბიანი დაპატიმრებების ოპერაციის განხორციელებას იწყებს?

პროკურატურა ფართომასშტაბიანი დაპატიმრებების ოპერაციის განხორციელებას იწყებს?

შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ირაკლი ქადაგიძე ვაზაგაშვილების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მის შესაძლო დაკავებაზე საუბრობს, იგი აცხადებს, რომ მზად არის სამართალდამცავებთან თანამშრომლობისთვის.

„მინდა საზოგადოებას განვუმარტო და პროკურატურასაც მივმართო, რომ ჩვენ ყველანი მზად ვართ ღია თანამშრომლობისთვის არავინ არასად არ იმალება და გაქცევას არ აპირებს. სპეცეფექტებით და შოუებით ჩვენი დაკავება არის სცენარი და ამის აუცილებლობა არ არის“-აღნიშნა ქადაგიძემ „კურიერთან“ საუბრისას.

მან ასევე განმარტა, რომ თუ მას დაიბარებენ მივა სადაც ეტყვიან და ნებისმიერ კითხვას პასუხს გასცემს.

რაც შეეხება, შს კრიმინალური პოლიციის დირექტორის ყოფილი მოადგილეს, ირაკლი ფირცხალავას ისიც თბილისში იმყოფება და მზადყოფნას აცხადებს სამართალდამცავებთან თანამშრომლობისთვის.

პროკურატურა არ ადასტურებს მზადებას რაიმე სპეცოპერაციისთვის და ფართომაშტაბიანი დაკავებებისთვის.

banner
წინა სტატიაშიტყუით და მე თქვენ გიჩივლებთ!!!
შემდეგი სტატიაბიძამ დისშვილი გაუპატიურა