პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი შეიქმნა

უკანონოდ ჩამორთმეული ქონების კომპენსაციის საკითზე პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტი იმუშავებს.

ახალი სტრუქტურული დანაყოფის – „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის“ შექმნა დღეს მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა.

საგანგებო განცხადება პროკურატურამ დღის ბოლოს გაავრცელა.

“საქართველოს პროკურატურაში შესულია ათასობით განცხადება სამართალწარმოების განხორციელების პროცესში მოქალაქეების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, ქონების იძულებით დათმობის სავარაუდო ფაქტების არსებობის შესახებ. აღნიშნულ ფაქტებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს. სწორედ ამ ვალდებულების შესასრულებლად იქმნება ხსენებული დეპარტამენტი,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამ ეტაპზე არ ხმაურდება იმ პირთა სავარაუდო ჩამონათვალი, რომლებიც კომპენსაციას მიიღებენ.

მმართველ გუნდში ჯერ ვერც იმას აკონკრეტებენ, როგორ მოხდება თანხების მობილიზება.

მთავრობაში ვარაუდობენ, რომ სამართლიანობის აღდგენის კონკრეტულ გეგმა უახლოეს მომავალში შემუშავდება და ეტაპობრივად განხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიგორში მამა გრიგოლის საქმიანობას საპატრიარქო სწავლობს
შემდეგი სტატიაშესაძლოა, მესამე სექტორზე ახალი რეგულაციები დაწესდეს