პროკურატურას გია სოსანაშვილის დაკავების სრული საფუძველი ჰქონდა-გაგი მოსიაშვილი

პროკურატურას გია სოსანაშვილის დაკავების სრული საფუძველი ჰქონდა-გაგი მოსიაშვილი

პროკურატურას გია სოსანაშვილის დაკავების სრული საფუძველი ჰქონდა-გაგი მოსიაშვილივაზაგაშვილების ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა, გადაცემა „არჩევანში“ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროკურატურას გია სოსანაშვილის დაკავების სრული საფუძველი ჰქონდა. ამის საფუძველს კი დნმ-ის დასკვნა გახლავთ.

„კონკრეტული პირი აფეთქების დროს სად იმყოფებოდა, მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, ეჭვმიტანილი წინა პერიოდში სად იმყოფებოდა,“ – აცხადებს გაგი მოსიაშვილი.

ვაზაგაშვილის ადვოკატის თქმით, დნმ-ის დასკვნა არის უფრო წონადი მტკიცებულება და ეს აძლევს პროკურატურას იმის საფუძველს, რომ მოეხდინა გია სოსანაშვილის დაკავება.

აქვე მოსიაშვილი სავარაუდო მკვლელის შეცდომაზეც საუბრობს და ამბობს, “ის, რომ მკვლელი არ მოქმედებდა ხელთათმანებით და დატოვა ასაფეთქებელზე ანაბეჭდები, ეს შეიძლება, სავარაუდო შეცდომად ჩაითვალოს ბრალდების სასარგებლოდ“.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატია57–ე გრემის გამარჯვებულები