პრემიერ-მინისტრი ზუგდიდის კულტურის ცენტრში, ე.წ. ციხის კადრების შემცველი ფილმის ჩვენებაზე სკოლის მოსწავლეების დასწრებას ეხმაურება

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 16, 2015 19:08

პრემიერ-მინისტრი ზუგდიდის კულტურის ცენტრში, ე.წ. ციხის კადრების შემცველი ფილმის ჩვენებაზე სკოლის მოსწავლეების დასწრებას ეხმაურება

მნიშვნელოვანი

  • პრემიერ-მინისტრი ზუგდიდის კულტურის ცენტრში, ე.წ. ციხის კადრების შემცველი ფილმის ჩვენებაზე სკოლის მოსწავლეების დასწრებას ეხმაურება

სხვა სტატიები

“არ მივესალმები დაბალი კლასების მოსწავლეების მიყვანას დარბაზებში. თუმცა, როგორც ამიხსნეს, შესაძლოა, ეს იყო პროვოკაცია, “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლების მიყვანას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამის მიუხედავად, არ გვჭირდება ზედმეტი ემოციები, აგრესია, პროვოკაციები. ორივე მხარეს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ და მინდა, მივმართო მოსახლეობას – სახელმწიფო დღეს დგას მოწოდების სიმაღლეზე, ნებისმიერი პროვოკაცია იქნება აღკვეთილი. მესმის, რომ მოქალაქეებს სურთ, მათ მიუზღონ ჩადენილი დანაშაულების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამეგრელოში. შეგახსენებთ, რომ ჩემი მინისტრობისას აღმოვაჩინეთ ენით აღუწერელი სადისტური კადრები, ვნახეთ, როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ტანჯავდნენ მოქალაქეებს განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ესმის მოსახლეობის, რომლებიც უყურებენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, რომლებიც “ჯერ კიდევ გამომწვევად მოქმედებენ”. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოება დამშვიდდება.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 16, 2015 19:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,619
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics