პრემიერ-მინისტრი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

news
: news ივლისი 3, 2015 11:40

პრემიერ-მინისტრი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს უპირველეს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.

სხვა სტატიები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს უპირველეს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს და აშშ-ს კონგრესში საქართველოს საკითხის გააქტიურების გზებს. გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოს უკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე.

მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების თემებზეც ისაუბრეს. აღინიშნა სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს აშშ-ის დახმარებისა და ურყევი მხარდაჭერისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე იმ ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებს საქართველოსთან მიმართებით.

ამერიკის კონგრესის დელეგაციას კონგრესმენი პიტერ როსკამი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არის კონგრესმენები: დეივიდ პრაისი, ტომ რაისი, რობ ვუდალი, დინა ტიტუსი და ლუიზ კეფსი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და იუსტიციის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრნენ.

news
: news ივლისი 3, 2015 11:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics