პრემიერმა მინისტრებს შეტევაზე გადასვლა ურჩიათ

news
: news თებერვალი 12, 2015 11:20 განახლებულია

პრემიერმა მინისტრებს შეტევაზე გადასვლა ურჩიათ

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებს მოუწოდებს, თავიანთ უწყებებში მიმდინარე ცვლილებები მაქსიმალურად განმარტონ.

სხვა სტატიები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებს მოუწოდებს, თავიანთ უწყებებში მიმდინარე ცვლილებები მაქსიმალურად განმარტონ.

აღნიშნული დავალებით პრემიერმა მინისტრებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიმართა და მათ თავიანთი სიმართლის დასაცავად “შეტევაზე გადასვლაც” ურჩია.

“მინდა მოგიწოდოთ მინისტრებს, რომ მაქსიმალურად განმარტოთ თქვენს უწყებებში მიმდინარე ცვლილებები. რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ სწორად. თუ შეცდომები მოგვდის, მათ ვასწორებთ და ვაგრძელებთ წინსვლას. უფრო მეტიც, თქვენ შეგიძლიათ შეტევაზეც გადახვიდეთ – როცა პირდაპირი მნიშვნელობით სამართლიანობას ებრძვიან, თქვენ გაქვთ სრული უფლება დაიცვათ თქვენი სიმართლე და განუმარტოთ საზოგადოებას თქვენს უწყებებში მიმდინარე მოვლენები”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

news
: news თებერვალი 12, 2015 11:20 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,226
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics