პრეზიდენტმა სემეკის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურები წარადგინა

უშიშროების საბჭოს ფუნქციონირებას ხელოვნური წინაღობა ექმნება,გაურკვევლობას იწვევს საზოგადოებასა და ჩვენს პარტნიორებში

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს დასამტკიცებლად ღია კონკურსის შედეგად შერჩეული ცხრა კანდიდატურა წარუდგინა.

პირველ ვაკანტურ თანამდებობაზე კანონმდებლებს არჩევანის გაკეთება ანა ნაკაშიძეს, მერაბ ქათამაძესა და აკაკი სიხარულიძეს შორის მოუწევთ.

მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე ელისო ასანიძის, რატი სხირტლაძისა და სიმონ ნოზაძის კანდიდატურები არიან წარდგენილი, ხოლო მესამეზე გიორგი ფრუიძის, სერგო შავგულიძისა და თამარ ალფაიძე.

შესაბამისი წარდგინება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.

banner
წინა სტატიაშიდევნილთა სამინისტრომ კანონიერი მფლობელებისგან გამოსყიდული 21 ბინა დევნილებს დაუკანონა
შემდეგი სტატიაგოგლა ჟვანია: ხელისუფლება არ არის მთლად ადეკვატური იმ ვითარების მიმართ, რაც ქვეყანაში სუფევს