პრეზიდენტი ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდება

უშიშროების საბჭოს ფუნქციონირებას ხელოვნური წინაღობა ექმნება,გაურკვევლობას იწვევს საზოგადოებასა და ჩვენს პარტნიორებში

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე ინტერპარტიული ჯგუფი ქვეყნის პირველ პირს საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით საკუთარ ინიციატივას და მოთხოვნას გააცნობს.

“ჩვენი ამოცანაა სამართლიანი არჩევნების ჩატარება და პარლამენტის გაწმენდა იმ პარაზიტებისგან, რომლებიც თავის თავს მაჟორიტარებს უწოდებენ. პრაქტიკულად, ყველა პოლიტიკური ძალა, სამოქალაქო სექტორი ვთანხმდებით, რომ უნდა გადავიდეთ ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე. ამ სისტემის ირგვლივ მიმდინარეობს ახლა დიალოგი. სწორედ ამ მიზნით ვართ მოსული დღეს პრეზიდენტთან. იმედი გვაქვს, მივიღებთ მის მხარდაჭერას იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, განხორციელდეს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები და ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები”, – განუცხადა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ‘”ქართული დასის”‘ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ.

მისივე განმარტებით, საკითხის განხილვაში ყველა პოლიტიკური ძალა და ყველა ლიდერია ჩართული, გარდა პრემიერ-მინისტრისა.

“ერთადერთი, თვითიზოლაციაში, გაბუტული ბავშვით არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც არ მოდის დიალოგზე და ცალკე განყენებული, თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფება. ინტერპარტიული ჯგუფის სახელით მასთან პირადად მე მქონდა კონტაქტი. შევუთვალეთ, რომ დიალოგი ეწარმოებინა ჩვენთან. ორი კვირა საერთოდ პასუხი არ გაუცია, შემდეგ კი აბსტრაქტული პასუხი გაგვცა – მოვიცლი და მერე შეგხვდებითო. იმის მერე გავიდა 2 თუ 3 თვე”, – აღნიშნა ბაღათურიამ.
შეხვედრას ჯონდი ბაღათურიას გარდა მამუკა კაციტაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალი სხვა პარტიების ლიდერები ესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიიანვრის თვის ინფლაციისა და ექსპორტ-იმპორტის შესახებ მონაცემები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიათამარ ბერუჩაშვილი – რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგს დროებით ვაჩერებთ