პრეზიდენტი თსუ-ის 97-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

news
: news თებერვალი 8, 2015 16:08

პრეზიდენტი თსუ-ის 97-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მნიშვნელოვანი

  • გიორგი მარგველაშვილი პროფესორებს, უნივერსიტეტის თანამშრომლებს და კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დაარსებიდან 97-ე წლისთავს ულოცავს.

სხვა სტატიები

პრეზიდენტი თსუ-ის 97-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსგიორგი მარგველაშვილი პროფესორებს, უნივერსიტეტის თანამშრომლებს და კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დაარსებიდან 97-ე წლისთავს ულოცავს.

“ამ დღეს ვულოცავ მთლიანად ქართულ საზოგადოებას. ივანე ჯავახიშვილის, პეტრე მელიქიშვილის, კონსტანტინე აფხაზის, ექვთიმე თაყაიშვილის, დიმიტრი უზნაძისა და ჩვენი ქვეყნის სხვა უდიდეს შვილთა მიერ დაარსებული ჩვენი დედა-უნივერსიტეტი მეტია, ვიდრე საგანამანათლებლო დაწესებულება – იგი ჩვენი ისტორიული საგანძური, კულტურისა და აზროვნების უმნიშვნელოვანესი კერა, საზოგადოებრივი ცხოვრების ძლიერი ბურჯია.

ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე – ძლიერ, თანამედროვე, თვითმყოფადი და უნიკალური კულტურით გამორჩეულ საქართველოს მომავალზე რომ ვფიქრობთ, ბუნებრივად წარმოვიდგენთ უნივერსიტეტს, როგორც ამ მომავლის ერთ-ერთ მთავარ სამჭედლოს. აქ ჩვენი უმთავრესი კაპიტალი – ჩვენი ახალგაზრდობის ნიჭი და უნარები იწრთობა და ვითარდება.

ამდენად, უნივერსიტეტზე ზრუნვა – ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ზრუნვას ნიშნავს და ეს ყველა ჩვენგანის მოვალეობაა.

გპირდებით თანადგომას ყველა სასიკეთო წამოწყებაში და წარმატებებს გისურვებთ იმ დიდ, საპასუხისმგებლო საქმეში, რასაც ცოდნის დაუფლება და შემოქმედებითი განვითარება ჰქვია”, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

news
: news თებერვალი 8, 2015 16:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,691
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics