პრეზიდენტი ზედმეტად სწევს თამასას…

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 28, 2015 22:08 განახლებულია

პრეზიდენტი ზედმეტად სწევს თამასას…

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. განცხადება ბიძინა ივანიშილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა. ექსპრემიერი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი კანდიდატურის დასახელებას ხელოვნურად აჭიანურებს.

“პრეზიდენტი ზედმეტად სწევს თამასას… ახალი შენიშვნა უნდა მივცე… მან ახალი ის დააფუძნა, ქვეყნის პირველი პირი, ჯერ “ფეისბუქით” დაიწყო, მერე მედიამ აიტაცა და ახალა ცდილობს შინაარსშიც გადაიტანოს… თამასას ძალიან მაღლა სწევს იმ თემებზე, რომელიც მის კომპეტენციაშია…”-განაცხადა ბიძინა ივანიშილმა.ყოფილი პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, ის პოზიცია დააფიქსიროს, რაც ქვეყანას სჭირდება და არა მარგველაშვილს.
როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში განაცხადა, პრეზიდენტს საკმაოდ ბევრი ბერკეტი აქვს და ის ეფექტურად უნდა გამოიყენოს. “მე მას მოვუწოდებდი, რომ რაც გააჩნია, ის გამოიყენოს ეფექტურად. საკმაოდ ბევრი და დიდი ბერკეტი აქვს. პოზიცია დააფიქსიროს ის, რაც ქვეყანას სჭირდება და არა მას ან სხვა პიროვნებას. ქვეყნისთვის რაც არის სწორი და კეთილი, იმ მიმართულებით გააგრძელოს ფუნქციონირება”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხი ხელოვნურადაა აწეული. “ამ პროცესსაც ხელოვნურად წევენ იმის წარმოსაჩენად, რომ რაღაც საოცრებას აკეთებს მარგველაშვილი. მანიპულირება მიდის აქაც. ევალება და დაასახელოს დროულად. ჰყავს გუნდი, ამოირჩიოს და დაასახელოს. პარლამენტს თავისი უფლებები აქვს. აჟიოტაჟის ნაცვლად სჯობს კვალიფიცურად იფიქრონ. საზოგადოება კი შეაფასებს ამას ყოველგვარი ზემოთ აწევის გარეშე”, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

 

ივანიშილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონზე, პრემიერსა და უმრავლესობას შორის არსებულ უთანხმოებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტი იმ გუნდთან, რომელმაც ის ხელისუფლებაში მოიყვანა კვლავ ოპონირების რეჟიმშია და ეს აღნისნულ კანონზე დაწყებული უთანხმოებითაც დადსტურდა. ექსპრემიერი არასამთავრობო სექტორსაც შეეხო და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა საკუტარი პოზიციის დაფარვა არასამთავრობოთა მეშვეობით სცადა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 28, 2015 22:08 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,665
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics