პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით პარლამენტში კონსულტაციები შედგება

news
: news მარტი 23, 2015 16:58

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით პარლამენტში კონსულტაციები შედგება

პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით, საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებში კონსულტაციები გაიმართება. კონსულტაციების შედეგი მომავალი ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი, სადაც საბოლოოდ გადაწყდება თუ რა ფორმატში მოუსმენენ გიორგი მარგველაშვილს. პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის და შესაძლო პოლიტიკური დებატების გამართვის საკითხზე პარლამენტის ბიუროს წევრებმა ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დასვეს პრეზიდენტის ანგარიშით გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატების გამართვის მოთხოვნა. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ისინი განწყობილი არიან კონსტრუქციულად და არა კინკლაობისთვის, მაგრამ საჭიროდ მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის გამოსვლას საფუძვლიანი განხილვა მოჰყვეს, რაც პოლიტიკური დებატების ფორმატში იქნება შესაძლებელი.
დებატების ფორმატთან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოხატა “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.
უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ კი ფრაქციის სახელით დააფიქსირა, რომ “ქართული ოცნების” შეფასებით, პრეზიდენტის მოსმენა აკადემიურად უნდა ჩატარდეს, რაც დებატების ფორმატში ვერ მოხდება. გია ვოლსკის განცხადებით, ფრაქციისთვის მისაღებია პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ განცხადებები და შეფასებები მხოლოდ ფრაქციების თავმჯდომარეებმა გააკეთონ. მისი თქმით, ფრაქცია “ქართული ოცნება” დებატებს მხარს არ უჭერს.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მხარეებს შესთავაზა აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები გამართონ, რის შემდეგაც პარლამენტის ბიურო ორშაბათის სხდომაზე სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებს.
გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 31 მარტს წარსდგება. სხდომა 13:00 საათზე დაიწყება.

news
: news მარტი 23, 2015 16:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics