პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვა პარლამენტს უკვე წარედგინა

news
: news მარტი 24, 2015 12:44 განახლებულია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვა პარლამენტს უკვე წარედგინა

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვა, პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლაზე, სახელისუფლო შტოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოწვევის თაობაზე პარლამენტს უკვე წარედგინა.

სხვა სტატიები

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვა, პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლაზე, სახელისუფლო შტოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოწვევის თაობაზე პარლამენტს უკვე წარედგინა.
პარლამენტის სახელზე დაწერილ ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე, ნათქვამია: – მოგახსენებთ, რომ ა.წ. 31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. გთხოვთ, ხსენებულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოიწვიოთ საქართველოს მთავრობის წევრები, სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები, ასევე ოფიციალური და საპატიო სტუმრები, რომლებიც ტრადიციულად ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეს მიმართვა პარლამენტში დღეს შევიდა. პრეზიდენტის გამოსვლა კი, 31 მარტისთვის არის დაგეგმილი.

news
: news მარტი 24, 2015 12:44 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics