პოროშენკო რუსულ სამყაროზე, უკრაინის ომზე და მსოფლიო თანამეგობრობაზე, მიუნხენში

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე თებერვალი 8, 2015 12:24

პოროშენკო რუსულ სამყაროზე, უკრაინის ომზე და მსოფლიო თანამეგობრობაზე, მიუნხენში

მნიშვნელოვანი

  • ,,ჩვენ გვაქვს უფლება, რომ დავიცვათ ჩვენი ტერიტორიები და ჩვენი ხალხი მსოფლიო მხარდაჭერით. ოცი წლის წინათ, ჩვენ 1420 ატომური ბომბი დავთმეთ მსოფლიო გარანტიების სანაცვლოდ და დღეს უფლება გვაქვს არალეტალური იარაღი მივიღოთ მსოფლიო თანამეგობრობისაგან ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარგლებში,, აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი

სხვა სტატიები

51st Munich Security Conference (MSC)უკრაინის პრეზიდენტი პეტრ პოროშენკო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე მნიშვნელოვან თემას ხაზგასმით შეეხო.

,,ჩვენ ვაჩვენებთ მთელს მსოფლიოს იმ რუს ჯარისკაცებს, რომელთაც ,,გზა აებნათ,, და რუსეთის საზღვრიდან 100 კილომეტრში  მოხვდნენ. მათ იარაღი აქვთ, აქვთ ტანკები და კლავენ როგორც ჩემს ჯარისკაცებს, ასევე მშვიდობიან მოსახლეობას. კიდევ რა დამამტკიცებელი საბუთებია საჭირო იმისთვის, რომ მსოფლიო მიხვდეს, რომ რუსი სამხედრო სპეციალისტები, ტანკები და რეგულარული არმია შემოიჭრა უკრაინაში,, განაცხადა პოროშენკომ

უკრაინის პრეზიდენტმა კონფერენციის მონაწილეებს კონფლიქტში მონაწილე რუსი სამხედროების პასპორტები და სამხედრო ბილეთები აჩვენა.

,,უკრაინელებმა დღემდე 1432 სამხედრო მოსამსახურე და 5638 მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა ამ ომში. ყოველდღე ეს რიცხვი იზრდება და გაეროს უშიშროების საბჭოს რომ დაველოდოთ, სამშვიდობო კონტინგენტის შექმნას ისინი 6 თვეს მოუნდებიან… თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამდენი უკრაინელი დაიხოცება  აგრესორის ხელიდან ნახევარ წელიწადში?  საქმე რაღაც სამშვიდობო ძალების ჩამოყალიბებას კი არ ეხება… საქმე ეხება ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას და ჯარების გაყვანას. ამისთვის ჩვენ საერთაშორისო მონიტორინგი გვჭირდება უკრაინა რუსეთის საზღვართან, რათა საზღვარი დაიკეტოს და ჯარები დაშორიშორდეს,, განაცხადა პოროშენკომ

,,ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ თუ უკრაინას მიაწვდიან იარაღს, ომის ესკალაცია მოხდება..

მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკრაინა თუ იარაღის გარეშე  დარჩა, ეს კიდევ უარეს შედეგს გამოიწვევს. ჩვენ ამ კონფლიქტის დროსაც არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ იარაღს თავდასხმისთვის არ ვიყენებთ და ყველამ უნდა გაათვიცნობიეროს, რომ უკრაინას თავდაცვისთვის იარაღი ჭირდება,, აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა

,,მე ვეჭვობ, რომ პუტინმა ნახევარ საათში რაღაც გეგმა მოიფიქრა უკრაინასთან მიმართებაში. ზოგჯერ ის ემოციურ ნაბიჯებსაც დგამს, რომელიც წინასწარ განუსაზღვრელია, მაგრამ მას სტრატეგიულად ძლიერი გეგმა აქვს ,,რუსული სამყაროს,, შექმნის. ამ გეგმის მიხედვით, ყველა გადაწყვეტილება მოსკოვში უნდა მიიღებოდეს. მოსკოვს კი არ ითვალისწინებს იმას, რომ უკრაინელებს თვითონ სურთ თავიანთი ბედის გადაწყვეტა. რუსეთმა ხელი უნდა მოაწეროს ცეცხლის შეწყვეტას ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. ეს კრიზი, უნდა დადებითად გადაწყდეს და არა გაიყინოს. მინსკის ხელშეკრულება, სასტუმროს ბუფეტი არაა, რომ ის აარჩიო, რაც მოგეწონება… ეს ხელშეკრულებაა, რომელიც ბოლომდე უნდა შესრულდეს,, განაცხადა პოროშენკომ

,,ჩვენ გვაქვს უფლება, რომ დავიცვათ ჩვენი ტერიტორიები და ჩვენი ხალხი მსოფლიო მხარდაჭერით. ოცი წლის წინათ, ჩვენ 1420 ატომური ბომბი დავთმეთ მსოფლიო გარანტიების სანაცვლოდ და დღეს უფლება გვაქვს არალეტალური იარაღი მივიღოთ მსოფლიო თანამეგობრობისაგან ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარგლებში,, აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი

,,რაც უფრო ძლიერია ჩვენი დაცვა, მით უფრო ძლიერია ჩვენი დიპლომატიაც… აგრესიას კი ევროპაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ გვჭირდება ახალი ქარტია, სადაც ევროპული ქვეყნები დაადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას და მათ ხელთ ექნებათ ძალადობისაგან დაცვის მექანიზმები. სადაც იქნება ომის ტაქტიკის გამოყენებისათვის პასუხისმგებლობის გამკაცრების მექანიზმები. უკრაინა ახლა მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ჩვენ გავუძლებთ ამ გამოცდას და სადღაც 5-6 წელიწადში ევროკავშირის წევრობასაც მივაღწევთ ,, განაცხადა პეტრ პოროშენკომ

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე თებერვალი 8, 2015 12:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


22,560
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics