“პოლიტიკურ ოპოზიციას ჰგონია, რომ პოლიტიკური შოუს მოწყობა წაადგება ან ლარს, ან ეკონომიკას,” – ნოდარ ხადური

news
: news მარტი 10, 2015 13:34

“პოლიტიკურ ოპოზიციას ჰგონია, რომ პოლიტიკური შოუს მოწყობა წაადგება ან ლარს, ან ეკონომიკას,” – ნოდარ ხადური

მნიშვნელოვანი

  • დაესწრებიან თუ არა ეკონომიკური გუნდის მინისტრები პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, ჯერჯერობით გაურკვეველია

სხვა სტატიები

დაესწრებიან თუ არა ეკონომიკური გუნდის მინისტრები პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, ჯერჯერობით გაურკვეველია. ფინანსთა მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე მისვლას ამ ეტაპზე არ გამორიცხავს, თუმცა ნოდარ ხადურის თქმით, პლენარული სხდომის გამართვა ეკონომიკისა და სავალუტო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიზანშეწონილი არ არის.

„ვწუხვარ, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციას რატომღაც ჰგონია, რომ პოლიტიკური შოუს მოწყობა წაადგება ან ლარს, ან ეკონომიკას,” – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, მთავრობა მუდმივად თანამშრომლობს პარლამენტთან და პრეზიდენტთან და აწვდის ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე. ნოდარ ხადურის აზრით, შედეგი არ მიიღწევა პოლიტიკურ კინკლაობაში, რადგან მთავრობა შედეგზეა ორიენტირებული.

news
: news მარტი 10, 2015 13:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics