„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 15%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს“

news
: news მარტი 24, 2015 16:54 განახლებულია

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 15%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს“

მნიშვნელოვანი

  • ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოცულობა იზრდება, რაც მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის მაღალი ზრდის მისაღწევად, ძალიან მნიშვნელოვანია.

სხვა სტატიები

ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოცულობა იზრდება, რაც მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის მაღალი ზრდის მისაღწევად, ძალიან მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა დონორთა საკოორდინაციო შეხვედრაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპის მისაღწევად, მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 35%-ით აღემატება 2013 წლის დაზუსტებულ მონაცემებს. ხოლო 2012 წელთან შედარებით ზრდა 40%-მდეა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, საქართველო უცხოელ ინვესტორებთან მუშაობას აქტიურად გააგრძელებს.

„2014 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ანაკლიაში, შავი ზღვის სანაპიროზე ღრმაწყლოვანი, ახალი ნავსადგურის მშენებლობაზე. ამ დროისთვის უკვე შედგენილია მოკლე სია, საიდანაც უნდა გამოვლინდეს გამარჯვებული 2015 წლის სექტემბერში. ნავსადგური რამდენიმე ეტაპად აშენდება და საბოლოდ, მისი წლიური გამტარობა 100 მილიონ ტონა ტვირთს მიაღწევს. პროექტის სავარაუდო ღირებულება მილიარდ დოლარზე მეტია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

news
: news მარტი 24, 2015 16:54 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics