პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სამი უწყება დააჯარიმა

news
: news მარტი 17, 2015 13:21 განახლებულია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სამი უწყება დააჯარიმა

მნიშვნელოვანი

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, გასულ წელს, სამი საჯარო უწყება დააჯარიმა. როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა სასტუმრო

სხვა სტატიები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, გასულ წელს, სამი საჯარო უწყება დააჯარიმა. როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” აპარატის 2014 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, გასულ წელს სამი საჯარო ორგანიზაცია: საქართველოს პროკურატურა, შს სამინისტრო და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო დაჯარიმდნენ.
თამარ ქალდანის განმარტებით, პროკურატურა და სასჯელაღსრულების სამინისტროები განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების კანონიერი საფუძვლის გარეშე გასაჯაროებისთვის 1 000-1 000 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო შს სამინისტრო გაუფრთხილებლობით მესამე პირისთვის მონაცემების გამჟღავნებისთვის 500 ლარით დაჯარიმდა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, პროკურატურამ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა აღნიშნული საქმე მოიგო.

news
: news მარტი 17, 2015 13:21 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,619
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics