„პატიორტთა ალიანსი“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მხარს შალვა შავგულიძის კანდიდატურას უჭერს

news
: news თებერვალი 7, 2015 18:52

„პატიორტთა ალიანსი“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მხარს შალვა შავგულიძის კანდიდატურას უჭერს

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დეპუტატ შალვა შავგულაძის კანდიდატურას უჭერს მხარს. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, მიმდინარე წლის 9 თებერვალს საზოგადოების მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისადმი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურების წარდგენის ვადა იწურება.

თავის დროზე მედიაკავშირი „ობიექტივის“ ეთერიდან საჯაროდ გაჟღერდა ხელისუფლებისადმი წინადადება, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატურები შერჩეული ყოფილიყო კონკრეტული კრიტერიუმებით, რაც ხელისუფლებამ გაითვალისწინა კიდეც.

კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებიაა: 1. გადაწყვეტილების მიღების უნარი; 2. ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 3. მენეჯერული უნარ-ჩვევები; 4. მიუკერძოებლობა; 5. მორალური ღირებულებები; 6. პიროვნული თვისებები; 7. პროფესიული გამოცდილება; 8. სამოსამართლეო ტემპერამენტი/საკუთარი ემოციების მართვის უნარი; 9. საქმეთა განხილვის სტატისტიკური მაჩვენებლები; 10. სხდომის ეფექტური მართვის უნარი.

პოლიტიკურმა პარტიამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ უშუალოდ პარტიის ინიციატივით არ მომხდარიყო კანდიდატურის წარდგენა. თუმცა პარტიის პოლიტსაბჭომ მიზანშეწონილად ჩათვალა, მონაწილეობა მიიღოს თვით პოლიტიკურ პროცესში და კიდევ ერთხელ განიხილა ის კანდიდატურები, რომლებიც უკვე დაასახელეს სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

ყველა იმ კრიტერიუმის გათვალისწინებით, რომელიც ოფიციალურად განსაზღვრულია, „საქართველოს პატიორტთა ალიანსი“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრის, ბატონი შალვა შავგულიძის კანდიდატურას; მიგვაჩნია, რომ ბატონი შალვა შავგულიძე არა მარტო მაღალი კლასის პროფესიონალია, არამედ ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წევრია, რომელსაც არასდროს დაუხუჭავს თვალი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ამ პროცესებში, (აფხაზეთის ომში, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დეტალების გახმაურებასა და ადვოკატირებაში) და რომელიც ყოველთვის იმსახურებდა საზოგადოების ნდობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

news
: news თებერვალი 7, 2015 18:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,691
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics