პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური მდივანი არმაზ ახვლედიანი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში უფლებამოსილებას დროებით იჩერებს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 19, 2015 13:38

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური მდივანი არმაზ ახვლედიანი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში უფლებამოსილებას დროებით იჩერებს

მნიშვნელოვანი

  • პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივანი არმაზ ახვლედიანი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში უფლებამოსილებას დროებით იჩერებს

სხვა სტატიები

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური მდივანი არმაზ ახვლედიანი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში უფლებამოსილებას დროებით იჩერებს.
ამის შესახებ მან დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაზუსტებულია, რომ “ვიდრე პოლიტსაბჭოს სხდომა არ განიხილავს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში მის მიერ მიცემული ინტერვიუს გამო უსაფუძვლო კომენტარების საკითხს”, იგი “ქართულ ოცნების” პოლიტსაბჭოში უფლებამოსილებას დროებით იჩერებს.

პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივანი არმაზ ახვლედიანი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში უფლებამოსილებას დროებით იჩერებს

 
 “ვწუხვარ, რომ მიმდინარე წლის 7 მარტს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში ჩემი ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას ეხებოდა, არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. კვლავ ვიმეორებ, განსხვავებული აზრის პატივისცემა ჩემთვის უპირობო პრიორიტეტია, ამასთან, მივიჩნევ, რომ დემოკრატია უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან წესრიგს და დისციპლინას. ვითვალისწინებ, რომ ახლა პარლამენტმა უნდა მიიღოს ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, აირჩიოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. არ მსურს, რომ ჩემი ინტერვიუს საბაბით დაწყებულმა გაუგებრობამ თუნდაც ოდნავ შეუშალოს ხელი დეპუტატების არჩევანს. ამიტომ საჭიროდ მივიჩნევ, პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში შევიჩერო უფლებამოსილება, სანამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ განიხილება აღნიშნული ინტერვიუს გამო აგორებული უსაფუძვლო კომენტარების საკითხი”,- ნათქვამია არმაზ ახვლედიანის განხაცდებაში.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 19, 2015 13:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,735
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics