პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის არც თარიღი და არც ფორმატია დაზუსტებული

news
: news მარტი 8, 2015 11:47 განახლებულია

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის არც თარიღი და არც ფორმატია დაზუსტებული

მნიშვნელოვანი

  • უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით სავარაუდოდ, 18 ან 20 მარტს წარსდგება.

სხვა სტატიები

უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით სავარაუდოდ, 18 ან 20 მარტს წარსდგება.

მისივე თქმით, გამოსვლის ორი ფორმატი, დებატებისა და ფრაქციების გამოსვლის ფორმატები განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არც ამაზეა მიღებული.

“მინდა გითხრათ, რომ თარიღი დაზუსტებული არაა. ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი სამუშაო რეჟიმია და როგორც პრეზიდენტი გადაწყვეტს იმ თარიღში იქნება გამოსვლა. საუბარია ორ ფორმატზე რომელიც ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ ვთქვათ დებატებში უმრავლესობის ლიდერს, ისევე როგორც უმცირესობისას რეგლამენტით გამოსვლის უფლება აქვს. თუ ფრაქციების ფორმატზე შევჩერდებით, ამ შემთხვევაში ჩვენ არ გამოვალთ. ერთ შემთხვევაში შეიძლება დროის გაყოფა, მეორეში კი არა”, – განაცხადა საგანელიძემ.

news
: news მარტი 8, 2015 11:47 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,619
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics