პარლამენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხზე გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირას მიიღებს

news
: news მარტი 17, 2015 19:47 განახლებულია

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხზე გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირას მიიღებს

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხზე გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირას მიიღებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განუცხადა, რომელიც ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” ფორმატში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო გვენეტაძეს შეხვდა.
უსუფაშვილის თქმით, კონკრეტულად რომელ დღეს მოხდება საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვა, ამაზე ბიურო ხვალინდელ სხდომაზე ჩამოყალიბდება. უსუფაშვილის ვარაუდით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი სესიაზე 20 მარტს გავა.
“ამ კვირაში პარლამენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და გადაწყვეტილება იქნება ის, რასაც პარლამენტი მიიღებს. ეს არ არის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება კოლეგიალურია. პროცესი ძალიან ღია იყო, საკმაოდ ხანგრძლივი და შესაძლოა, ზედმეტად ხანგრძლივიც კი. ვისაც სურდა ინფორმაცია მიეღო და საკუთარი პოზიცია ჩამოეყალიბებინა, ამის შესაძლებლობა ჰქონდა. ასე რომ, ყველაფერი კენჭისყრით გაირკვევა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ღირსეული ხელმძღვანელი ეყოლება. ჩვენ ამის წინაპირობა და საშუალება გვაქვს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

news
: news მარტი 17, 2015 19:47 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,853
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics