პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო 16 საათამდე გადაიდო

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 28, 2015 14:59 განახლებულია

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო 16 საათამდე გადაიდო

http://www.timer.ge/?p=11495პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატთა პირველი  და  მეორე რეგისტრაციისას ქვორუმი არ შედგა.

იმისთვის, რომ სხდომა გახსნილიყო, პლენარულ სხდომათა დარბაზში მინიმუმ 76 დეპუტატის დასწრება იყო საჭირო, თუმცა რეგისტრაცია პარლამენტის მხოლოდ 40-მა წევრმა გაიარა.
როგორც სხდომის ხელმძღვანელმა, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა  იმ შემთხვევაში თუ  16 საათზე ქვორუმი არ შედგა სხდომა ჩაშლილად გამოცხადდება.
სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობა” თითქმის სრული შემადგენლობითაა წარმოდგენილი, ასევე არიან “თავისუფალი დემოკრატები”.

როგორც “თაიმერის” კორესპოდენტი  პარლამენტიდან იტყობინება უმრავლესობის წევრთა გადაადგილება პარლამენტში შეიმჩნევა, თუმცა ისინი  არ დასწრებიან პლენარულ სხდომას.
სხდომა საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივითაა მოწვეული. მასზე კანონმდებლებმა ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკურ კრიზისსა და მისი დაძლევის გზებზე უნდა იმსჯელონ.
“ნაციონალური მოძრაობა” სხდომაზე ხელისუფლებისთვის 36-პუნქტიანი ე.წ. ანტიკრიზისული გეგმის შეთავაზებასაც გეგმავს.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო 16 საათამდე გადაიდო

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო 16 საათამდე გადაიდო

 

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 28, 2015 14:59 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,381
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics