პარიზში ერთიანობის მხარდასაჭერ მარშს სერგეი ლავროვი დაესწრება

news
: news იანვარი 10, 2015 18:23

პარიზში ერთიანობის მხარდასაჭერ მარშს სერგეი ლავროვი დაესწრება

პარიზში ერთიანობის მხარდასაჭერ მარშს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი დაესწრება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

“ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საფრანგეთის პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები. რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგი ლავროვი უხელმძღვანელებს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პარიზში, სოლიდარობის მარშში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი, ესპანეთის პრემიერი მარიანო რახოი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი და სხვა ქვეყნის პირველი პირები.

პარიზის აქციაზე ერთ მილიონამდე ადამიანს ელოდებიან.

news
: news იანვარი 10, 2015 18:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,226
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics