პარიზის მოვლენებს 17 ადამიანი ემსხვერპლა

news
: news იანვარი 10, 2015 12:25

პარიზის მოვლენებს 17 ადამიანი ემსხვერპლა

მნიშვნელოვანი

  • საფრანგეთის მოსახლეობა სამდღიანი შოკიდან გამოსვლას ცდილობს. ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო თავდასხმებს საერთო ჯამში 17 ადამიანი ემსხვერპლა.

სხვა სტატიები

საფრანგეთის მოსახლეობა სამდღიანი შოკიდან გამოსვლას ცდილობს. ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო თავდასხმებს საერთო ჯამში 17 ადამიანი ემსხვერპლა. 4 ადამიანი, რომელიც გუშინ საღამოს მძევლად აიყვანეს, სუპერმარკეტზე შტურმის დროს დაიღუპა.

ლიკვიდირებულია ყველა ტერორისტიც. ამ დროისთვის სამართალდამცველები მათ თანამზრახველებს ეძებენ. დაკითხვის მიზნით პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა.

ჟურნალ “შარლი ებდოზე” მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობა უკვე დაადასტურა “ალ ქაიდამ” და საფრანგეთს ტერაქტების გაგრძელებით დაემუქრა.

“არა ტერორიზმს!” – ამ ლოზუნგით მასშტაბური აქცია პარიზის ცენტრში ხვალ გაიმართება. საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობას ევროპელი ლიდერებიც მიიღებენ.

უკვე ცნობილია, რომ პარიზში ჩავლენ დევიდ კემერონი, ანგელა მერკელი, პეტრე პოროშენკო. ასევე იტალიის, ბელგიის, ესპანეთის პრემიერ–მინისტრები.

news
: news იანვარი 10, 2015 12:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics