პაატა ზაქარეიშვილი: ევროკავშირის მოქმედებები აფხაზეთის ტერიტორიაზე იქნება ისეთი, რომელიც საქართველოს ინტერესებს შეესაბამება

news
: news თებერვალი 3, 2015 15:51 განახლებულია

პაატა ზაქარეიშვილი: ევროკავშირის მოქმედებები აფხაზეთის ტერიტორიაზე იქნება ისეთი, რომელიც საქართველოს ინტერესებს შეესაბამება

მნიშვნელოვანი

  • სოხუმიდან რა ინფორმაციას ავრცელებენ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ევროკავშირის მოქმედებები მთელ საქართველოში და მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე იქნება ისეთი, რომელიც საქართველოს ინტერესებს შეესაბამება

სხვა სტატიები

ევროკავშირის მოქმედებები საქართველოში იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ ინტერესებს შეესაბამება- ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც სოხუმში ევროკავშირის ოფისის შესაძლო გახსნას ეხება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობის გახსნის საკითხი არის მხოლოდ საქართველოსა და ამ ორგანიზაციას შორის მოლაპარაკების საგანი და ეს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული.

„სოხუმიდან რა ინფორმაციას ავრცელებენ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ევროკავშირის მოქმედებები მთელ საქართველოში და მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე იქნება ისეთი, რომელიც საქართველოს ინტერესებს შეესაბამება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სოხუმში ჩასული საერთაშორისო ორგანიზაციების წამომადგენლების ან ჟენევის თანათავმჯდომარეების მიერ გამართულ შეხვედრებზე აფხაზური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამება იმ სულისკვეთებას და ტექსტს, რაზეც საუბარი იყო დახურულ კარს მიღმა. ამიტომ, უკეთესია, დაველოდოთ ამ საკითხზე თვითონ რა კომენტარს გააკეთებს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერი.

ევროკავშირი ცალსახად იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მისალმება კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებულ ვალდებულებას. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი მხარდაჭერა მკაფიოდ არის დაფიქსირებული საქართველოსა და ევროკავშირს შორის უკვე გაფორმებული „ასოცირების შესახებ“ ხელშეკრულებაში, რომლის ფარგლებშიც ხელშეკრულებას ხელი უკვე 28 სახელმწიფომ მოაწერა. ამიტომ, ამ ტიპის განცხადებებმა არ შეიძლება დისონანსი შემოიტანოს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში. პირიქით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არსებობს მცდელობები, რომ დაირღვეს ის პრინციპული დამოკიდებულება, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთან გააჩნია.

ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ჩვენი პარტნიორები ევროკავშირში ცალსახად დაიცავენ, როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისე თავის ჩართულობას აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებში. მიგვაჩნია, რომ ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს აფხაზეთის მოსახლეობას, რომ მათ საქართველოს საშუალებით უფრო მეტი ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა მიეცეთ“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

news
: news თებერვალი 3, 2015 15:51 განახლებულია
დაწერეთ კომენტარი

კომენტარი არაა

კომენტარი არაა!

შეგიძლიათ დატოვოთ თქვნი კომენტარი.

დაწერეთ კომენტარი
კომენტარების ნახვა

დაწერეთ კომენტარი

თქვენი e-mail არ გამოქვეყნდება.
აუცილებელი ველი*

გამოკითხვა

მხარს უჭერთ თუ არა პრეზიდენტის არჩევის გზის შესახებ პლებისციტის გამართვას?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


33,690
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics