„ოცნება არ მუშაობს, წისქვილი არ აშენდა“- პოლიტიკური წარწერები წისქვილში და იმედგაცრუებული მოსახლეობა

10922682_1538808779737457_2706853173912313352_n 10940485_1538808806404121_7481241482611578378_nქალაქ ჯვარის ოჭანეს უბანში მშენებარე წისქვილზე წარწერები გაჩნდა: „ოცნება არ მუშაობს, წისქვილი არ აშენდა“. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „თაიმერის“ კორესპონდენტი ოჭანეს უბანში მცხოვრებლებს შეხვდა და მშენებარე წისქვილიც მოინახულა.
„საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული ჩვენი უბანი წისქვილის აშენებას ითხოვდა, ხელისუფლება შეგვპირდა და კიდევაც დაიწყეს მშენებლობა, მაგრამ რა მოხდა იცით? ქართული ფილმი “ქვევრი” ხომ გინახავთ? ანალოგიური მოხდა აქაც. წისქვილი იმდენად ვიწრო ააშენეს, ძრავი კარებიდან ვერ შეეტია და იძულებული გახდნენ წისქვილის აშენებული კედელი დაენგრიათ. ასეთი რამ მხოლოდ აქ ხდება ოჭანეში“,- აღნიშნეს ადგილობრივებმა „თაიმერთან“ საუბრისას.
ასევე ადგილობრივების განმარტებით, ენგურჰესის დირექტორი ჯონი ჭანია და მისი მეუღლე დარეჯან დადიანი, რომელიც ქალაქ ჯვარში მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს ადგილობრივებს დახმარებას დაპირდნენ, მაგრამ ამაოდ.
„ხელისუფლებას მოსახლეობა მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება. არც მაჟორიტარი გვინახავს და არც ენგურჰესის დირექტორი, და წისქვილი მაინც არ გვაქვს“,- განმარტავენ ადგილობრივები.
„თაიმერის“ კორესპონდენტი ქალაქ ჯვარის გამგებელს სტავრო ჭანტურიას დაუკავშირდა, რომელმაც წისქვილში კედლის დანგრევის ფაქტი დაადასტურა. მისივე განმარტებით, წისქვილი ექსპლუატაციაში მაშინ შევა, როცა ფული იქნება. ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს აღნიშნული წისქვილის პრობლემა 2015 წელს სოფლის განვითარების პროგრამაში გაითვალისწინოს.

banner
წინა სტატიაშილარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 2 ლარს გადააჭარბა
შემდეგი სტატიაია მეტრეველი: მე ამ ფაქტის შესახებ ვიცი უკვე ერთი წელია